რას არ გაიგებ/ფაქტებისაქართველო
რუსთავის ტყეში პუმას ეძებენ (ვიდეო)
რუსთავის ტყე-პარკში, არც მეტი, არც ნაკლები, შესაძლოა პუმა ნახოთ.
ადგილობრივ ფერმერებში პანიკაა – „დიდი კატა“, რომელიც რუსთავის ტყეში ბინადრობს, პირუტყვს ჭამს. 70-კილოგრამიანი, 1 მეტრზე მეტი სიმაღლის ცხოველი – ასე ახასიათებს მოსახლეობა მტაცებელს, რომელიც უკვე 5-მდე ადამიანმა საკუთარი თვალით ნახა.
მტაცებელი ცხოველი რუსთავის ტყე-პარკში პირველად რამდენიმე წლის წინათ გამოჩნდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ის გაიზარდა და ადგილობრივი ფერმერებისთვის საფრთხის შემცველი გახდა. როგორც ადგილობრივები საინფორმაციო სააგენტოს უყვებიან, მტაცებლის გამო 2 ძროხა, 7 ცხვარი და ქათმები დაკარგეს – მათი თქმით, ისინი პუმის მსხვერპლი გახდნენ.
ფერმერები საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავთან“ აცხადებენ, რომ დახმარების თხოვნით პოლიციასაც მიმართეს. დეტალები ნახეთ ვიდეოში.
კომენტარები