კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 1-7 ივნისი
პირველიდან 4 ივნისამდე მზარდი მთვარის პერიოდია. ამ პერიოდის განმავლობაში კარგი შესაძლებლობები გამოჩნდება ფინანსური საკითხების გადასაჭრელად, შემოსავლის ახალი წყაროების მოსაძებნად, მნიშვნელოვანი პრაქტიკული საქმეების მოსაგვარებლად და სასურველი ნივთების შესაძენად. თუ აუცილებელია, უნდა იჩქაროთ. კვირის პირველი დღეები კარგია ტექნიკისა და ახალი მოდური ნივთების შესაძენად, უძრავ ქონებასთან, მშენებლობასა და რემონტთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.
5 ივნისს სავსე მთვარეა. ამ დღეს უმჯობესია თავი შეიკავოთ მნიშვნელოვანი საქმეებისგან და რაიმეს შეძენისგან, სავარაუდოდ, შეიძლება მოტყუვდეთ და შეცდომები დაუშვათ.
6-7 ივნისი კლებადი მთვარის პერიოდია. ეს კარგი დროა მძიმე სამუშაოს შესასრულებლად – პლანეტები გამძლეობას გმატებენ, მაგრამ ამ დროს მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებული თქვენი გეგმები არ უნდა გამოააშკარაოთ და უფრო ფხიზლად იყოთ, რათა თაღლითებმა ზიანი არ მოგაყენონ.
თუ ჯერ კიდევ არ აგითვისებიათ მედიტაციის ტექნიკა, დროა ეს გააკეთოთ. უახლოეს მომავალში ხომ ისეთი აქტიური იქნებით, რომ დასვენება დაგჭირდებათ. კარგია ქალაქგარეთ გასვლა, უმჯობესია მარტო. არანაირი დაპირება არ გასცეთ: დიდია ალბათობა, რომ სიტყვას ვერ შეასრულებთ.
სასიკეთო დღეები: 3, 4.
არასასიკეთო დღე: 1.
კურო
წარმატება თავბრუს დაგახვევთ და რაღაც მომენტში მოპოვებული შედეგების დაკარგვის რისკის ქვეშ დადგებით. დაეშვით მიწაზე. ახლა მიზანშეწონილია იფიქროთ სამომავლო დიდ ხარჯებზე, რათა გაერკვეთ, თუ როგორ შეგიძლიათ ფულის გამომუშავება მათი მეშვეობით. პერიოდი ხელსაყრელია ბავშვის ჩასახვისთვის, ასევე ბავშვების დაბადებისთვის.
სასიკეთო დღეები: 1, 3.
არასასიკეთო დღე: 4.
ტყუპი
ამ პერიოდში რაც არ უნდა გააკეთოთ, სწრაფი და სასიამოვნო შედეგები გელით. ასე რომ, განსაზღვრეთ პრიორიტეტები თქვენთვის და იმოქმედეთ! პერიოდი კარგია დანაზოგის გაკეთებისთვის: დროა, ყულაბა გადმოიღოთ და ფულის შეგროვება დაიწყოთ. ალკოჰოლი კი ახლა კატეგორიულად უკუნაჩვენებია: ნასვამმა შეიძლება ბევრი პრობლემა შეიქმნათ.
სასიკეთო დღეები: 3, 7.
არასასიკეთო დღე: 5.
ამ დღეებში თქვენმა საქციელმა ნებისმიერი შეიძლება გამოიყვანოს მწყობრიდან. პირველ რიგში, ახლობელი ადამიანები შეწუხდებიან. ამ კვირაში შესაძლებლობა იქნება გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები სამსახურში: ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ! ნაკლები ფული დახარჯეთ საკვებზე და საყოფაცხოვრებო ნივთებზე – ახლა უმჯობესია თანხა დაზოგოთ.
სასიკეთო დღეები: 1, 2.
არასასიკეთო დღე: 3.
მოემზადეთ მოულოდნელობებისთვის, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მოხდება. ზოგისთვის ისინი სასიამოვნო იქნება, მაგრამ ლომების უმეტესობისთვის – არა. პრობლემების მოგვარებაში ოჯახი დაგეხმარებათ. ფრთხილად იყავით, მკაცრ დიეტებზე უარი თქვით და მხოლოდ ჯანსაღ კვებას მიანიჭეთ უპირატესობა.
სასიკეთო დღეები: 3, 7.
არასასიკეთო დღე: 2.
ბოლოს და ბოლოს თქვენი პირადი ცხოვრება ფერადოვანი გახდება. ამასთან, თქვენი განცდები და ემოციები ყველაზე დადებითი იქნება – საყვარელი ადამიანი მხოლოდ გაგახარებთ! იმ ქალწულებმა, რომლებიც ამჯობინებენ, ბოლომდე არ დაფარონ დავალიანება, ახლა უკეთესია თავიანთ პოზიციას უპირატესობა. პროცენტებმა შეიძლება თავი შეგახსენოთ.
სასიკეთო დღეები: 2, 5.
არასასიკეთო დღე: 4.
თქვენი ფინანსური მდგომარეობა ამ პერიოდში დიდწილად დამოკიდებულია სხვა ადამიანებზე და თქვენს შესაძლებლობებზე, გადალახოთ სირთულეები და გადაჭრათ პრობლემები. შესაძლებელია ფულადი ურთიერთობა გქონდეთ ცალკეულ პირებთან ან ორგანიზაციებთან, რაც ურთიერთდახმარებას და ურთიერთკონტროლს გულისხმობს. შესაძლებელია მოგვარდეს მემკვიდრეობასთან, ალიმენტთან, დაზღვევასთან, გადასახადებთან, სესხებთან დაკავშირებული ძველი საკითხები. ამ პერიოდში არასასურველია ახალი სესხების აღება.
სასიკეთო დღეები: 4, 7.
არასასიკეთო დღე: 1.
მორიელი
ეს პერიოდი საუკეთესო არ არის მატერიალური საკითხების გადასაჭრელად და შემოსავლების გაზრდისათვის. პლანეტები თანხის ხარჯვისკენ გიბიძგებენ და არა მისი შენახვისა და ზრდისკენ, თუმცა ფულის დახარჯვა უმჯობესია კვირის პირველ ნახევარში, რადგან მეორე ნახევარი არასახარბიელოა სერიოზული შენაძენებისთვის. შორეული მოგზაურობები ასევე უკეთესია კვირის პირველი ნახევრისთვის დაგეგმოთ, რადგან მეორე ნახევარში მათ შეიძლება ზედმეტი პრობლებები და ხარჯები მოგიტანოთ.
სასიკეთო დღეები: 2, 5.
არასასიკეთო დღე: 4.
მშვილდოსანი
დავალიანების, კრედიტის, მემკვიდრეობის, დაზღვევის საკითხების მოგვარების დროა. შეეცადეთ ეს საკითხები კვირის პირველ ნახევარში მოაგვაროთ. მეორე ნახევარში შეიძლება სირთულეები და დაბრკოლებები წარმოიშვას, საბუთებში შეიძლება შეცდომები გაეპაროთ, რაც დამატებით ხარჯებს გამოიწვევს. ასევე, კვირის მეორე ნახევარში შეიძლება გქონდეთ დამატებითი ხარჯები, რაც დაკავშირებული იქნება მოგზაურობასთან ან სწავლასთან.
სასიკეთო დღეები: 3, 7.
არასასიკეთო დღე: 2.
ეს პერიოდი უფრო ხელს უწყობს სულიერ და ინტელექტუალურ სწრაფვას, დასვენებას და მოგზაურობას, ვიდრე მატერიალურ საზრუნავსა და მასთან დაკავშირებულ საქმეებს. ფული უფრო მათ შემოუვათ, ვინც უჩვეულო სახის საქმიანობებითაა დაკავებული. მაგალითად, როგორიცაა მომავლის წინასწარმეტყველება, ეზოთერული და ფილოსოფიური სწავლებების გავრცელება. სარეკლამო სფეროში ასევე შეიძლება შემოსავლის მიღების კარგი შესაძლებლობა იყოს. წარმატებული იქნება საზღვარგარეთ, უცხოელებთან დაკავშირებული საქმიანობა.
სასიკეთო დღეები: 2, 3.
არასასიკეთო დღე: 1.
მატერიალურ წარმატებას საკუთარი შრომით, თქვენი მოვალეობების ყურადღებით და პასუხისმგებლობით შესრულებით შეიძლება მიაღწიოთ. კარგი ურთიერთობა უფროსობასთან და კოლეგებთან ასევე ხელს უწყობს წარმატებას პროფესიაში, რამაც, რა თქმა უნდა, კარგი ჯილდო უნდა მოგიტანოთ. მაგრამ ძალიან გარისკვაც არ ღირს, საკუთარი შესაძლებლობები და უნარები შესაძლოა გადაჭარბებით შეაფასოთ.
სასიკეთო დღეები: 3, 7.
არასასიკეთო დღე: 5.
მეგობრებს გრანდიოზული გეგმები აქვთ და არავითარ შემთხვევეში არ გაჩერდებიან. თაყვანისმცემლები ასევე საკმაოდ მტკიცედ დგანან, მაგრამ რომანტიკა რომანტიკაა და შეეცადეთ ოჯახი არ დაივიწყოთ. ოჯახის წევრები ოცნებობენ შოპინგზე, ამიტომ თანხა დაზოგეთ – შაბათ-კვირას ძვირადღირებულ მაღაზიებში გაატარებთ.
სასიკეთო დღეები: 1, 2.
არასასიკეთო დღე: 4.
თამთა გურული
კომენტარები