იტალიასაზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ იტალიაში 200 ათასს გადააჭარბა

დღეს, 28 აპრილს საღამოს ტრადიციულ პრესკონფერენციაზე სამოქალაქო დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ იტალიაში ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ „ანსა“ წერს.

ჩატარებული ტესტირებების შედეგად გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 2091 ახალი შემთხვევა, შესაბამისად, მთლიანობაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 201505-მდე გაიზარდა. ამ მაჩვენებლით იტალია მსოფლიოში მესამეა აშშ-ის (1017155) და ესპანეთის (232128) შემდეგ.

ამ დროისთვის ქვეყანაში 105 205 აქტიური პაციენტია, 608-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ (ორშაბათს კლება იყო 290, კვირას – 256).

გასულ 24 საათში კიდევ 382 ადამიანი გარდაიცვალა და კორონავირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ  27 359-ს მიაღწია. მათ შორის 152 ექიმია.

გასულ ერთ დღეში კიდევ 2317 ადამიანის გამოჯანმრთელების ფაქტი დაფიქსირდა და კორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტთა რაოდენობა  68 941-მდე გაიზარდა.

სამოქალაქო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის იტალიაში COVID-19-ით დაავადებული 1863 მძიმე პაციენტია, 93-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ, ასე რომ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოთავსებული, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობის კლების ტენდენცია გრძელდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close