მსოფლიოპოლიტიკა

სააკაშვილი ამბობს, რომ ზელენსკიმ მას ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა:

„პრეზიდენტის გუნდთან ერთად მზად ვარ ვიმუშაო უკრაინის პარლამენტში არსებულ ყველა პატრიოტულ ძალასთან და საზოგადოების სხვა პოლიტიკურ ძალებთან იმისთვის, რათა უკრაინამ ყველაზე მცირე დანაკარგებით შეძლოს მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის დაძლევა და გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას. იმედი მაქვს, ვიქნები გუნდის საიმედო წევრი და ხალხისთვის რაიმე სასარგებლოს გაკეთებით, გამოვადგები უკრაინას”, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუკში“.

პოსტში, რომელიც უკრაინულ ენაზე გამოქვეყნდა, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ უკრაინის მთავრობაში თავისი შესაძლო საქმიანობის შესახებ უკვე ესაუბრა უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის მთავრობაში რეფორმების საკითხზე იმუშავებს.

უკრაინული მედიასაშუალებების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა 23 აპრილს უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ სხდომაზე იქნება განხილული.

მიხეილ სააკაშვილის პრესმდივნის, დარინა ჩიჟის თანახმად კი, სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი პარასკევს, 24 აპრილს მივა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2017 წელს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2019 წელს დაუბრუნა.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close