newsსაქართველო
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ისგან განიკურნა სიმსივნური დაავადების მქონე 73 წლის პაციენტი
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან განიკურნა 73 წლის მამაკაცი, რომელსაც სიმსივნური დაავადება აქვს.
ის კლინიკას ხვალ დატოვებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, საეჭვო სიმპტომების მქონე ახალი პაციენტები კლინიკაში არ მიუღიათ. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს „კოვიდ 19“-ის დიაგნოზის მქონე 23 პაციენტი, მათგან სამი კლინიკას ხვალ დატოვებს.
ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან 97 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კომენტარები