უახლოეს კვირებში დიდ ბრიტანეთში COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მასობრივი წარმოება დაიწყება, რომელიც ოქსფორდში, ჯენერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პრეპარატს ბრიტანეთის 7 საწარმოში, ევროპაში, ინდოეთსა და ჩინეთში დაამზადებენ. პარალელურად, სპეციალისტები ვაქცინის ადამიანზე გამოცდისთვის მოხალისეებს აგროვებენ. კლინიკური ცდები სექტემბერში დასრულდება და ამ მომენტისთვის პრეპარატის უკვე დაახლოებით მილიონი დოზა იქნება მზად.
თუ ცდები წარმატებით ჩაივლის, მასობრივი გამოყენების დაწყება დაუყოვნებლივ იქნება შესაძლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, უსარგებლო პრეპარატის შექმნით მიყენებული ზარალი ათობით მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
ჯანმოს მონაცემებით, მეცნიერები მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო 70-ზე მეტ ვაქცინაზე მუშაობენ. სულ ცოტა, 5 შემთხვევაში ტესტირება უკვე ადამიანებზე მიმდინარეობს.
imedinews.ge
კომენტარები