COVID-19: აფრიკა დახმარებას ითხოვს
პანდემიის პირობებში აფრიკის კონტინენტს შეიძლება მინიმუმ 100 მლრდ დოლარი დასჭირდეს ჯანმრთელობის ეროვნული სისტემების მუშაობის მხარდასაჭერად, – იტყობინება აფრიკის ეკონომიკური კომისია.
ჯერჯერობით, სახსრების არარსებობის გამო, აფრიკის ქვეყნების მთავრობებს მხოლოდ საკარანტინო ზომების მიღება შეუძლიათ. მრავალმილიონიან ლაგოსში, კონტინენტის ერთ-ერთ ფინანსურ ცენტრში, კარანტინი გამოცხადდა.
საერთო ჯამში, AFP-ის (სააგენტო „ფრანს-პრესი“) თანახმად, აფრიკაში კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 10 ათასამდე შემთხვევაა, ამ ინფექციით დაიღუპა 450 ადამიანი (06.04.2020-ის მონაცემები).
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომელი აკიმ სტაინერი შეშფოთებას არ მალავს: „რა ელის პანდემიისას ამ ყველაზე მეტად გაჭირვებულ ქვეყნებს? ისინი ყველაზე მეტად მოუმზადებლები არიან. ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს ისაა, რომ მოკლე ვადებში ვერ შევძლებთ მათ უზრუნველყოფას ვერც სამედიცინო მოწყობილობებით და ვერც კვალიფიციური პერსონალით. მათთვის ყველაფერი შეიძლება ნამდვილ ეპიდემიოლოგიურ კატასტროფად გადაიქცეს“.
ექსპერტების აზრით, ებოლის ეპიდემიის მასშტაბებიც კი ვერ შეედრება ისეთ დიდ კრიზისს, როგორიც COVID-19-ის პანდემიაა.
აფრიკაში დაინფიცირებისა და სიკვდილიანობის პიკი მომდევნო 2-3 კვირაში დაფიქსირდება, მაგრამ მოვლენების ექო მომდევნო მინიმუმ წელიწად-ნახევრის განმავლობაში იქნება შესაგრძნობი.
თამარ ქავჟარაძე
კომენტარები