ნიუ-იორკის მერი აცხადებს, რომ მომავალი კვირა უფრო რთული იქნება
ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლაზიო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მომავალ კვირაში მეგაპოლისში სასუნთქი სისტემების მარაგი ამოიწურება, რაც ექიმებს ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო გაურთულებს. ამის შესახებ CNN-ი წერს.
ნიუ-იორკის მერი ვარაუდობს, რომ სამშაბათის შემდეგ გაიზრდება პაციენტთა რიცხვი, რომლებსაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სასუნთქი აპარატებით უზრუნველყოფა დასჭირდებათ. ამჟამად ასეთი პაციენტების რაოდენობა 5 ათასს შეადგენს.
ბილ დე ბლაზიო მოქალაქეებს მოუწოდებს, ქუჩაში გასვლის დროს პირბადეები გამოიყენონ ან სოციალური დისტანცია დაიცვან.
1tv.ge
ამ დროისთვის (19:00 თბილისის დროით), ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუკის მონაცემებით, ნიუ-იორკ სიტიში 52 ათასამდე ადამიანია ინფიცირებული, მათგან გარდაიცვალა 1562; ნიუ-იორკის შტატში ინფიცირებულთა რაოდენობამ – 92743 – ჩინეთის მაჩვენებელს (82 509) გადააჭარბა; გარდაცვლილია 2473 ადამიანი;
ამ მონაცემებით ნიუ-იორკი ყველაზე მეტად დაზარალებული შტატია აშშ-ში. მთლიანად ქვეყანაში SarsCoV2-ით ინფიცირების შემთხვევებმა უკვე 245 600-ს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 6068-ს მიაღწია.
ამ დროისთვის ჩვენს პლანეტაზე დაფიქსირებულია ინფიცირების 1 მილიონ 40 ათასამდე შემთხვევა, გარდაცვლილია 55 ათასზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 219 ათასზე მეტი პაციენტი.
კომენტარები