კორონავირუსის ეპიდემიამ საფრანგეთსაც ძლიერი დარტყმა მიაყენა – ქვეყანაში უკვე 4500 ინფიცირებული და 91 გარდაცვლილია. ამის თაობაზე ბიბისი წერს.
შაბათს, 14 მარტს საფრანგეთმა დაკეტა საერთო სარგებლობის ობიექტები, რესტორნების, კაფეების, კინოთეატრებისა და ღამის კლუბების ჩათვლით.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედგარ ფილიპმა შაბათ საღამოს, მომდევნო განკარგულებების გაცემამდე, ყველა სავაჭრო წერტილის დახურვის შესახებ განაცხადა, სასიცოცხლოდ აუცილებელი სავაჭრო ობიეტების გარდა, როგორიცაა: პროდუქტის მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები და ავტოგასამართი სადგურები.
პრემიერმა ქვეყნის მოქალაქეებს მიმართა თხოვნით, თავის შეიკავონ მგზავრობებისგან, განსაკუთრებით საერთაშორისო მოგზაურობებისგან.
„ეპიდემიის შენელების საუკეთესო საშუალება სოციალური იზოლაციაა“, – განაცხადა ედგარ ფილიპმა, თუმცა მკაცრი ზომები ადგილობრივ არჩევნებს არ შეხებია და დღეს დილიდან საფრანგეთში მუნიციპალური არჩევნები მიმდინარეობს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები