fbpx
ფსიქოლოგიარჩევები

თავშეკავების გაკვეთილები – როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე

უკმაყოფილება, რისხვა, შიში და მრავალი სხვა უარყოფითი ემოცია ყოველდღე „უტევს“ ჩვენს ცნობიერებას, ართმევს გონებას სიფხიზლესა და ჯანსაღ აზრს. ზოგჯერ, „მარცხენა ფეხზე ამდგარმა“, სულ უბრალო რამეზე შეიძლება ვეჩხუბოთ, მაგალითად, კოლეგას, იქნებ შეფსაც კი, ეს კი სრულიად ზედმეტი და საზიანოა. ემოციას ქცევა, მოქმედება იწვევს, უფრო ხშირად კი – სიტყვა. ასევე, ქცევით, მოქმედებითა და სიტყვით კი შეიძლება უარყოფითს დადებითი ემოცია დავუპირისპიროთ.
ნეგატიურ ემოციებს კარგარაფერი მოაქვს

ტრანსპორტში ფეხი დაგადგეს? ოჰ, როგორ გინდათ „იმ საძაგელს“ სამაგიერო გადაუხადოთ! რატომ? ჯერ ამ ყველაფრისგან შვებას მიიღებთ, შემდეგ ცოტას „იყეფებთ“, იქნებ თმებშიც კი სწვდეთ და საბოლოოდ დანიშნულების ადგილამდე კიდევ უფრო გაღიზიანებული და რისხვით აღსავსე მიაღწევთ. ასეთი განწყობა შესაძლოა მთელი ის დღე კი არა მარტო, მომდევნო დღეებშიც გაგყვეთ. ეს კი ნამდვილად არაფერში გჭირდებათ.

სასარგებლო რჩევა: შეეცადეთ ამის ნაცვლად გაიღიმოთ და თქვათ: „ოჰ, გთხოვთ მაპატიოთ, ისეთი მოუხერხებელი ვარ“, – თითქოს მისი ბრალი კი არ იყო, არამედ თქვენი, რომ ფეხი დაგადგათ. გააკეთეთ ეს იუმორით, თუ გინდათ, სულ ცოტა სარკაზმიც გაურიეთ, მაგრამ ისე, რომ თქვენი ხმა მეგობრულად ჟღერდეს.

მერწმუნეთ, მოუხერხებელი „მოწინააღმდეგე“ გაიკვირვებს, უხერხულობას იგრძნობს, იქნებ გაწითლდეს კიდეც და, თავის მხრივ, ბოდიშიც მოგიხადოთ. თქვენ კი მასთან ერთად გაგეცინებათ მომხდარზეც და საკუთარ გონებამახვილობაზეც. არც ხასიათი გაგიფუჭდებათ და ამ შემთხვევას გაღიზიანებით კი არა, ღიმილით მოიგონებთ და მოყვებით.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close