საიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

რამდენი ენსიმა/ერღოსიმა (სამუშაო დღე) არის საჭირო დაზღვევის გადასავადებლად?

საბერძნეთში, სახელმწიფო ფონდებში დაზღვევა ყოველთვის იყო მუდმივი საკანონმდებლო ცვლილებების საგანი. დაზღვევის გადავადება ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით უცხო ქვეყნის იმ კატეგორიის მოქალაქეებისთვის, რომელთაც ბინადრობის უფლების (ადია დიამონის) გადასავადებლად ევალებათ, რომ მათი დაზღვევა ძალაში იყოს.[1]

არსებული კანონმდებლობით, 4529/2018 კანონის, 23 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამედიცინო დაზღვევისთვის მინიმალური ზღვარი 75 სამუშაო დღით (ენსიმა) განისაზღვრება, თუმცა ამ კანონის ეს დებულება 75 ენსიმის შესახებ არ შესულა ძალაში და 2020 წლის 29 თებერვლამდე ძალაში დარჩა ადრინდელი რეჟიმი, რომლის მიხედვითაც, დაზღვევისთვის საკმარისია 50 სამუშაო დღის (ენსიმის) შესრულება. სწორედ ამიტომ, ყველა თქვენგანს, რომელთაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ 50 ენსიმა გქონდათ, პრობლემა არ შეგქმნიათ დაზღვევის გადავადებაზე, თუმცა ვინც ამ დღეებში 50 ენსიმით მიხვედით დაზღვევის გადასავადებლად, დიდი ალბათობით, მიიღეთ პასუხი, რომ დაზღვევის გადასავადებლად უკვე საჭიროა 75 ენსიმა.

თუმცა ძალიან სასიხარულო ამბავი ის არის, რომ 75 ენსიმის მოთხოვნის დღეები უკვე დათვლილია. კვირის დასაწყისში საბერძნეთის პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის 37-ე მუხლის მიხედვითაც, სადაზღვევო ფონდში დაზღვევის გადასავადებლად საჭირო სამუშაო დღეების (ენსიმა) რაოდენობა 75-ის ნაცვლად 50 სამუშაო დღემდე მცირდება. კანონპროექტი, დიდი ალბათობით, მარტშივე დამტკიცდება და, უკვე ოფიციალურად, დაზღვევა 50 სამუშაო დღით ისევ შესაძლებელი იქნება. კანონპროექტის დამტკიცების ალბათობა ძალიან მაღალია, რადგან 12 წლის შემდეგ ეს პირველი კანონპროექტია, რომელსაც მთლიანობაში მოაქვს ძალიან დადებითი დღის წესრიგი და 12 წლის შემდეგ პენსიები კი არ მცირდება, არამედ მატულობს.

[1] ვისაც გაქვთ ბინადრობის უფლება (ადია დიამონის) იმის საფუძველზე, რომ საბერძნეთში ყოფნის 7 ან 3 წელი (Εξαιρετικοί Λόγοι) დაამტკიცეთ, ასეთი საბუთის პირველად გადასავადებლად არცერთი ენსიმა არ გესჭიროებათ, საკმარისია გქონდეთ ΑΦΜ, ΑΜΚΑ და ΑΜΑ (Αριθμός Μητρώου Ασφαλισμένου).

წყარო: https://www.hellenicparliament.gr/UserFiles/2f026f42-950c-4efc-b950-340c4fb76a24/asfalistiko-aitiologiki-olo.pdf

ადვოკატ პაატა სიმსივეს ფეისბუქის გვერდის მისამართია: https://www.facebook.com/simsive.paata

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close