ნათლიის ლოცვა ნათლულთათვის
„მართლმადიდებლურ კატეხიზმოში“ ნათლობის საიდუმლოზე წერია: „ნათლობა – საიდუმლოებაა, რომლის დროსაც სამჯერ წყალში შთაფვლით და წმინდა სამების – მამა ღმერთის, ძის და სულიწმიდის მოწვევით მორწმუნე კვდება ხორციელი, ცოდვიანი ცხოვრებისთვის და სულიწმიდის მიერ ხელახლა იშვება სულიერ ცხოვრებაში, რადგან ნათლობა სულიერი შობაა და ადამიანი ერთხელ იბადება, ამიტომ საიდუმლოება არ მეორდება“. რის გამო არც ნათლულის შეცვლა შეიძლება და არც ნათლიისა.
ნათლიას ნათლულის წინაშე ვალდებულებები აკისრია, რომლის შესრულება ყველა მორწმუნისათვის სავალდებულოა. ხშირად ისეც ხდება, რომ ნათლული ნათლიას იშვიათად ნახულობს, ან საერთოდ ვერ ნახულობს.
როდესაც გარკვეული მიზეზების გამო ნათლიას ხელი არ მიუწვდება, აქტიურად ჩაერთოს ნათლულის სულიერ აღზრდაში, მაშინ ის უფალს აბარებს მას და იესო ქრისტე თავად იღებს ბავშვს მფარველობაში: „უფალო, შენ განაგე, შენ მფარველობდე და თუკი რაიმე დავაკელი, შენ მიეცი ძალა, რომ წარმოჩინდეს სასუფევლის წინაშე“.
ლოცვა ნათლულთათვის უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესადმი
უფალო იესუ ქრისტე, იყავნ წყალობანი შენნი ნათლულთა ჩემთა ზედა (სახელები), დაიფარენ იგინი ქვეშე საფარველსა შენსა, დაიცევ ყოველთა ბოროტთა გულისთქმათაგან, განაშორე მათგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, განუხვენ მათ ყურნი და თვალნი გულისანი, ეც სიჩჩოება და შემუსვრილება გულთა მათთა.
უფალო, ყოველნივე ქმნულნი შენნი ვართ, შეიწყალენ ნათლულნი ჩემნი (სახელები) და მოაქციენ იგინი სინანულად.
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ ნათლულნი ჩემნი (სახელები) და განანათლენ გონებანი მათნი ნათლითა მით წმიდისა სახარებისა შენისა სწავლებისათა და დაადგინენ იგინი გზასა მცნებათა შენთასა და ასწავე მათ, მაცხოვარ, აღსრულებად ნებისა შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი.
დაკავშირებულ თემაზე: წყალს გაატანეთ უსიამოვნებანი – ინფორმაცია წყალზე, რომელიც შესაძლოა აქამდე არ იცოდით
უდიდესი სასწაული, რომელიც მდინარე იორდანეზე ნათლისღების დღეს აღესრულება (ვიდეო)
უდიდესი სასწაული, რომელიც მდინარე იორდანეზე ნათლისღების დღეს აღესრულება (ვიდეო)
კომენტარები