მსოფლიოში პირველი ბიორობოტები შექმნეს
აშშ-ში, ვერმონტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს მსოფლიოში პირველი რობოტები, რომლებიც სრულად ცოცხალი უჯრედებისგან არიან შექმნილები (ბიორობოტები). ამის შესახებ ინფორმაციას SCIENCE ALERT-ი ავრცელებს.
მეცნიერებმა ამ რობოტებს კსენობოტები უწოდეს. ისინი უმცირესი, სუბმილიმეტრის ზომის ბურთები არიან, რომლებიც 500-iდან 1000-მდე უჯრედისგან შედგებიან. მათ შეუძლიათ მოძრაობა, თვითორგანიზება და „მიკროსკოპული ტვირთების“ გადატანა, მაგალითად, მედიკამენტების. მეცნიერების თქმით, ეს არის ხელოვნური ობიექტების ახალი კლასი – ცოცხალი, პროგრამირებადი ორგანიზმი.
შემქმნელებმა გამოიყენეს სუპერკომპიუტერი და ალგორითმი, რამაც სპეციალისტებს საშუალება მისცა, სხვადასხვა კონფიგურაციაში შეეერთებინათ რამდენიმე ასეული კანის უჯრედი და Xenopus laevis-ის სახეობის ბაყაყის გული. მეცნიერებმა დაადგინეს საჭირო პარამეტრები, მაგალითად, გადაადგილების შესაძლებლობა, ალგორითმი კი ამ მიზნისთვის მოქმედებათა ჯაჭვს აგენერირებდა.
ჯამში 1000-მდე კონფიგურაცია დააგენერირეს, რომელთაგანაც ყველაზე წარმატებულად მიკროსკოპული პერცეფსი და ელექტროდი მიიჩნიეს. ორგანიზმები წყლის პირობებში ერთი კვირის განმავლობაში დამატებითი საკვები ნივთიერებების საჭიროების გარეშე გადაადგილდებოდნენ.
imedinews.ge
კომენტარები