მსოფლიოსაზოგადოება
ათწლეულის ყველაზე მოდურ მამაკაცად როჯერ ფედერერი აღიარეს
პოპულარულმა ჟურნალმა GQ-მ ბოლო ათწლეულის ყველაზე მოდური მამაკაცი დაასახელა. ეს გახლავთ მსოფლიოს მესამე ჩოგანი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი.
ათწლეულის ყველაზე მოდური მამაკაცი ე. წ. ოლიმპიური სისტემით გამოავლინეს. ფედერერმა ფინალამდე მოუგო რეპერ ASAP Rocky-ს, მსახიობ ჯონ ჰილსა და მომღერალ ჰარი სტაილზს. ფინალში კი როჯერმა 23 წლის ამერიკელი მსახიობი ტიმოტი შალამე დაამარცხა. შვეიცარიელმა ხმების 59 პროცენტი მიიღო.
1tv.ge
კომენტარები