კრიმინალიმსოფლიოკრიმინალისაქართველო

„კანონიერ ქურდ“ კახა შუშანაშვილს საფრანგეთმა უვადო პატიმრობა მიუსაჯა

ქართველ „კრიმინალურ ავტორიტეტს“, 47 წლის კახა შუშანაშვილს („კახა რუსტავსკი“) საფრანგეთის სასამართლომ 20 დეკემბერს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ფრანგული მედიის თანახმად, სასამართლომ შუშანაშვილი ასევე კრიმინალური ავტორიტეტის, ვლადიმერ ჯანაშიას შეკვეთილ მკვლელობაში ცნო დამნაშავედ.

კახა შუშანაშვილს კრიმინალურ საქმიანობაში ადანაშაულებს ესპანეთიც. შარშან ჩატარებული ერთობლივი მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად ესპანეთში დააკავეს ქართული კრიმინალური დაჯგუფების 30-ზე მეტი წევრი, რომლებსაც „კანონიერი ქურდი“ კახა შუშანაშვილი ხელმძღვანელობდა.

შუშანაშვილი ამჯერად მარსელის ციხეში იმყოფება. მასთან ერთად კიდევ სამი ქართველი გაასამართლეს, რომელთაგან ორს ექვსი და შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო მესამე პირობითი სასჯელით სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მედია კახა შუშანაშვილის ძმაზე, ლაშა შუშანაშვილზეც წერს. მათი ცნობით, ლაშა შუშანაშვილი, რომელიც ევროპაში „ქართული მაფიის“ ლიდერად ითვლება, საბერძნეთის ციხეში იხდის სასჯელს.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close