ემანუელ მაკრონის განცხადება უპატივცემულობაა, საფრანგეთზე მეტად ნატო არავის სჭირდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ლონდონში ნატოს ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე, ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.
„მაკრონის განცხადება არის ხისტი, ეს არ არის სასიამოვნო განცხადება 28 მოკავშირისთვის. საფრანგეთში ეკონომიკური მდგომაროება სახარბიელო არ არის, ამიტომ ასეთი განცხადების მოსმენა საფრანგეთისგან, სადაც უმუშევრობის მაღალი დონეა და არსებობს უამრავი პრობლემა… შეხედეთ „ყვითელჟილეტიანებს“. ასეთ მდგომაროებაში მყოფი ქვეყნის ლიდერისგან ასეთი განცხადების მოსმენა უპატივცემულობაა. არავის სჭირდება ნატო საფრანგეთზე მეტად. ყველზე ნაკლებ სარგებელს კი აშშ იღებს. აშშ იცავს ევროპას. სწორედ ამიტომ საფრანგეთისგან ასეთი განცხადების მოსმენა თავად საფრანგეთისთვის არის სახიფათო. მაკრონის განცხადება არის უპატივცემულობა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ემანუელ მაკრონმა რამდენიმე დღის წინ „ეკონომისტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ნატოს ტვინის სიკვდილს განიცდის და ევროკავშირს საკუთარი სამხედრო ძალები უნდა ჰყავდეს“.
წყარო: 1tv.ge
მსგავს თემაზე: NATO „ტვინის სიკვდილს“ განიცდის – ემანუელ მაკრონი
კომენტარები