მსოფლიოპოლიტიკა

NATO „ტვინის სიკვდილს“ განიცდის – ემანუელ მაკრონი

NATO ტვინის სიკვდილს განიცდის, ევროპას კი საკუთარი სამხედრო ძალების შექმნა სჭირდება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოცემა „ეკონომისტთან“ ინტერვიუში განაცხადა. მაკრონის თქმით, აშშ ევროპას სცილდება და ბებერი კონტინენტი ამჟამად უფსკრულის პირასაა.

„თუ ევროპა არ გაიღვიძებს, ვეღარ გავაკონტროლებთ ჩვენს ბედს. ევროკავშირი თავის თავს მხოლოდ ბაზრად მიიჩნევს, მაგრამ მას სჭირდება, იმოქმედოს, როგორც პოლიტიკურმა ბლოკმა, პოლიტიკითა და ტექნოლოგიებით, მონაცემთა ბაზითა და კლიმატური ცვლილებებით. ამერიკას პირველად ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არ იზიარებს ჩვენი ევროპული პროექტის იდეას. მაშინაც კი, თუ ბატონ ტრამპს მეორე ვადით არ აირჩევენ, ისტორიული ძალები ძველ მოკავშირეებს სცილდებიან“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას, რომ ნატო ტვინის სიკვდილს განიცდის, ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი არ ეთანხმებიან.

ანგელა მერკელის განცხადებით, ემანუელ მაკრონმა მკვეთრი განცხადება გააკეთა, რაც მის მოსაზრებას არ შეესაბამება.

თავის მხრივ, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსი ძლიერია, აშშ, ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა კი ერთად აძლიერებენ კოლექტიურ თავდაცვას და ზრდიან საკუთარი ძალების მზადყოფნას. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ „აშშ ევროპაში ყოფნას ზრდის“.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close