მსოფლიოსაზოგადოება

მეგან მარკლი: მე არ ვგრძნობ თავს კარგად

სამხრეთ აფრიკის სამეფო ტურში მეგან მარკლთან ITV-ს ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც დოკუმენტური გადაცემის ნაწილი იქნება.

პრინც ჰარისთან ნიშნობის შემდეგ ეს მეგანისთვის პირველი ინტერვიუა. ჰერცოგინია საკმაოდ გულახდილი აღმოჩნდა და კითხვაზე, თუ როგორ გრძნობს თავს, უპასუხა, რომ თავს კარგად არ გრძნობს.

„ყველა ქალი, რომელიც ორსულად არის, განსაკუთრებით მგრძნობიარეა. შემდეგ, როდესაც ახალშობილი გყავს, ცხოვრება არ მარტივდება. როდესაც შენს პრობლემებს ზემოდან ეს ყველაფერი ემატება [პრესის არაეთიკური ქცევა], ძალიან რთული ხდება, დატკბე დედობით ან ქორწინებით. მადლობა, რომ დაინტერესდი იმით, თუ როგორ ვარ. ბევრ ადამიანს არ უკითხავს ეს ჩემთვის. მაგრამ ის ტკივილი, რომელსაც სცენის მიღმა განიცდი, ძალიან რეალურია“, – აღნიშნა მეგანმა.

მანამდე პრინცმა ჰარიმ ბრიტანულ ტაბლოიდებს უჩივლა. მისი თქმით, ის ცოლის ტანჯვას ჩუმად ვეღარ უყურებს.

„ეს ბულინგია, რომელიც ხალხს აშინებს და აჩუმებს. ყველამ ვიცით, რომ ასეთი საქციელი ნებისმიერ დონეზე მიუღებელია. დედა დავკარგე და ახლა ვხედავ, როგორ ხდება ჩემი ცოლი იგივე ძალების მსხვერპლი“, – თქვა ჰარიმ.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close