fbpx
ისტორიასაზოგადოებასაქართველო

დღეს ქეთევანობაა – 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას 26 სექტემბერს დღესასწაულობს. წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფალი აშოთან მუხრან ბატონის ასული და კახეთის მეფის, ალექსანდრეს, უფროსი ვაჟის, დავითის მეუღლე იყო.

შაჰ-აბასმა დედოფალს შეუთვალა, რომ თუ ქრისტიანობას განუდგებოდა, შეიწყნარებდა, თუ არადა, აწამებდნენ და მოკლავდნენ. ქეთევანმა ქრისტიანობა არ დათმო.

პოეტი ანა კალანდაძე შაჰ აბასის მიერ ნაწამებ ქეთევან დედოფალს ასეთ ლექსს უძღვნის:

რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა,
ცეცხლს აგზნებდა
კაცთა გრძნობის კონდაქარი…
ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა,
ქროდა ქარი…
თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა,
ტინად იდგა დედოფალი…
თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა,
სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გაეხარა…
ლოცულობდა…
როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა:
„არასოდეს!“
დაფდაფებს ჰკრეს განარისხთა,
ცხელი შანთი მიუტანეს ბროლის მკერდთან,
ცხელი რკინა,
საქართველოს გულს რომ კვეთდა.
რვალის ქვაბი გადმოეგდო ქონდაქარსა,
ღიღინებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი…
ლურჯი ბაგით თქმული ლოცვა გაჰყვა ქარსა,
ქროდა ქარი…
ცეცხლით სწვავდნენ
ტანშეძარულ დედოფალსა,
უდრეკ იყო დედოფალი!

nostal.ge ყველა ქეთევანს ულოცავს სახელობის დღეს! დაე, გფარავდეთ დიდმოწამე ქეთევანის მადლი!

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close