ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებიც მანიპულაციებს არ ექვემდებარებიან

Businessman puppeteer
ბევრ ადამიანს უყვარს თავისი გავლენის ქვეშ გარშემომყოფების მოქცევა, მაგრამ მათი ხრიკები არაფრის მომტანია 6 მოუდრეკელი სულის მქონე ზოდიაქოს ნიშნის შემთხვევაში. ისინი სწრაფად იჭერენ საქმის არსს, მათ ვერაფერს გამოაპარებთ და ვერც მოატყუებთ.

 

ვერძი

იგი ამბიციურია და მიზნისკენ სწრაფვისას მის შეჩერებას ვერანაირი მანიპულატორები ვერ მოახერხებენ. თუნდაც რომელიმე გენიოსმა შეძლოს რომელიმე ვერძის გამოყენება, ის ამას კარგად დაიმახსოვრებს და მეორედ აღარ წამოეგება ამ ანკესზე.

 

კურო

მისი ცხოვრების ჟინმა საზღვარი არ იცის. მას აქვს უნარი, მკაფიოდ განსაზღვროს საკუთარი მიზნები და დაიცვას საკუთარი აზრი; შეუძლია უარი თქვას მანიპულატორის შეთავაზებაზე, თუ მის გეგმებთან წინააღმდეგობაში მოდის. კურო საერთოდაც საკუთარი ბედის სრულფასოვან გამგებლად მიიჩნევს თავს და, რეალურად, ასეც არის.

 

ლომი

ლომი ვერ იტანს ტყუილს და საკუთარი მიზნებისთვის მისი გამოყენების მცდელობებს. იგი არავითარ შემთხვევაში არ გახდება მანიპულაციების მსხვერპლი. ლომი სწრაფად ხვდება დაფარულ მოტივებს და პრიორიტეტებს ისე დაალაგებს, როგორც მისთვის არის ხელსაყრელი.

 

ქალწული

სანამ თქვენ ფიქრობთ, რომ ქალწულით მანიპულირებთ, იგი უკვე 10 ნაბიჯით გისწრებთ. მაშინაც კი, თუ ქალწული მანიპულატორის შეთავაზებას დასთანხმდება, ნიშნავს, რომ მან უკვე აწონა ყველა არგუმენტი და მიხვდა, რომ ეს მისთვის ხელსაყრელი საქმეა.

 

მორიელი

იგი არავითარ შემთხვევაში აღმოჩნდება მანიპულატორის ზეგავლენის ქვეშ იმიტომ, რომ თვითონ არის მანიპულატორი და ყველა ხრიკი იცის. გარდა ამისა, მორიელებს შეუძლიათ პირადი საზღვრების გავლება და თუ ვინმე ამ საზღვრების გადალახვას ცდილობს, მორიელი, უბრალოდ, უარს ამბობს მასთან ურთიერთობაზე.

 

თხის რქა

თხის რქებმა იციან არა მარტო როგორ დააღწიონ თავი სხვების გავლენას, არამედ მანიპულაციებისგან სხვა ადამიანების დაცვაც შეუძლიათ გვერდიდან. თუ გინდათ, რომ თხის რქასთან ურთიერთობა გქონდეთ, მასთან ნუ მოიტყუებით – იგი ტყუილს მაინც ადვილად ხვდება და ვერაფერს გახდებით, მხოლოდ დაკარგავთ მას.

თამთა გურული

კომენტარები