კინო/ფილმებისაზოგადოებაკულტურასაქართველო

„ოსკარზე“ წარდგენილი „შინდისის“ პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

„ოსკარზე“ წარდგენილი ქართული ფილმის, „შინდისის” პირველი ტრეილერი გამოვიდა.

ფილმის პრემიერა საქართველოში სექტემბრის ბოლოს გაიმართება.

„შინდისი“ 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან, რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ისტორიას ასახავს და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარდგება.

„შინდისის“ რეჟისორია დიტო ცინცაძე, ხოლო პროდიუსერი – ედმონდ მინაშვილი.

ტრეილერი:

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუს სამხედროებთან უთანასწორო შეტაკებას 17 ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, მარლენ ბარამია, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. ამ ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2232-ია. მათ შორის 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close