რიჩარდ გირი ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებს დაეხმარა (ვიდეო)
ცნობილი ამერიკელი მსახიობი რიჩარდ გირი ხმელთაშუა ზღვაში მცურავ სამაშველო გემს ესტუმრა, რომელზეც გადარჩენილი მიგრანტები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ THE WASHINGTON POST-ი წერს.
გემი საზოგადოებრივ ორგანიზაცია Open Arms-ს ეკუთვნის. მის ბორტზე 121 გადარჩენილი მიგრანტი იმყოფება, რომელთა მიღებაზე უკვე 8 დღეა რამდენიმე სახელმწიფო აცხადებს უარს. ორგანიზაციის ინფორმაციით, რიჩარდ გირმა ამის შესახებ იტალიაში დასვენებისას შეიტყო და მიგრანტების დახმარება გადაწყვიტა.
69 წლის მსახიობმა სამაშველო გემის ბორტზე ხილი და სხვა საჭირო ნივთები მიიტანა და მსოფლიოს მიგრანტების დახმარებისკენ მოუწოდა.
საზოგადოებრივმა ორგანიზაცია Proactiva Open Arms-მა მიგრანტები ორი ოპერაციის დროს გადაარჩინა, ლიბიის და იტალიის სანაპიროებთან., თუმცა მათ მიღებაზე უარი განაცხადეს იტალიამ და მალტამ, რის შემდეგაც ორგანიზაციამ დახმარებისთვის ესპანეთს, საფრანგეთს და გერმანიას მიმართა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.
imedinews.ge/ge
Ser padre no entiende de colores ni fronteras.#RichardGere también lo es. ❤️#PuertoSeguroYa pic.twitter.com/BIK4u9cbOr
— Open Arms (@openarms_fund) August 9, 2019
კომენტარები