ვიდეოსაზოგადოებაnewsსაქართველო
ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსის ზოლი ქუჩის შუაში იქნება (ვიდეო)
თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და საზოგადოებას რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გააცნო.
მერმა ვიდეომიმართვისას აღნიშნა, რომ სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
მთავარი სიახლე, რაც ჭავჭავაძის გამზირზეა დაგეგმილი, ავტობუსის ზოლებს უკავშირდება. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ფრანგული კომპანია „სისტრას“ რეკომენდაციით, რომელიც თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოსაწყობად მუშაობს, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსის ზოლები საავტომობილი გზის სავალი ნაწილის შუაში იქნება.
მისივე ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე, გზის ორივე მხარეს ველობილიკები მოეწყობა.
რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, სამუშაოები, რომლებიც „პიქსელის“ შენობიდან რიგის ქუჩამდე შესრულდება და დაახლოებით 500-მეტრიან მონაკვეთს მოიცავს, ასევე, მომდევნო კვირაში დაიწყება.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები