მოგზაურობამსოფლიოტექნოლოგიები
GOOGLE-ში თარგმნა კამერის დახმარებით 100 ენიდან გახდა შესაძლებელი
GOOGLE-ის თარგმანის პროგრამულ სისტემაში მომხდარი განახლების შედეგად ტელეფონის კამერის დახმარებით თარგმანის განხორციელება 100 ენიდან გახდა შესაძლებელი. ინფორმაცია ოფიციალურ ბლოგ „Google Ukraine“-ზე გამოქვეყნდა.
„Google Ukraine“-ის ცნობით, „ყველაზე საინტერესოა ის, რომ თარგმნა ადრე მხოლოდ ინგლისურიდან სხვა ენაზე და პირიქით იყო შესაძლებელი. ახლა კი თარგმანის განხორციელება იმ 100 ენიდან არის ხელმისაწვდომი, რომლებსაც translate.google-ის სისტემის მხარდაჭერა აქვს“.
თარგმანის ცდომილება 55-85%-ია. აქამდე translate.google-ის პროგრამით თარგმანის განხორციელება მხოლოდ 88 ენაზე იყო შესაძლებელი.
კომენტარები