ხელოვნებაკულტურასაქართველო

96 წლის ანდრო პაპას თელავში ვარსკვლავი გაუხსნეს

გამოჩენილ ქართველ ლოტბარს, ხელოვნების ქურუმს – ანდრო სიბაშვილს თელავში, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

ვარსკვლავის გახსნამდე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე ანდრო სიბაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

მაყურებლის წინაშე წარდგნენ ფოლკლორული ანსამბლები: „წინანდალი“, „რუსთავი“, „ბასიანი“, „ებგური“, „პატარა კახი“ და „მზე შინა“. ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა თავად ანდრო სიბაშვილმაც, რომელსაც ხალხი ანდრო პაპას ეძახის.

ანდრო სიბაშვილი დღესაც ასწავლის ახალგაზრდებს ძველ, მივიწყებულ ხალხურ სიმღერებს.

ანდრო პაპას 2013 წელს, 89 წლის ასაკში, ქართული ხალხური სიმღერის აღდგენა-პოპულარიზაციის საქმეში გაწეული ღვაწლისათვის მიენიჭა ჯილდო „ქართული ხალხური სიმღერის მოამაგე“, 2008 წელს მან ფოლკლორის ეროვნული პრემია მიიღო, 2003  წელს კი – ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close