საზოგადოებაიტალიაკრიმინალისაქართველო

მილანში გარდაცვლილი იზა ქავთარაძის საქმეზე აფრიკელი მამაკაცი დააკავეს

29-იდან 30 მარტის ღამეს მილანში გარდაცვლილი 27 წლის იზა ქავთარაძის საქმეზე იტალიის პოლიციამ აფრიკული წარმოშობის მამაკაცი დააკავა. ამის თაობაზე იტალიური მედია იუწყება.

გამოცემა lastampa.it-ის ცნობით, დაკავებულია 37 წლის აფრიკული წარმოშობის მამაკაცი მოჰამედ კაგბო, რომელმაც ქართველ ახალგაზრდა ქალს, სავარაუდოდ, ჰეროინის სასიკვდილო დოზა მიჰყიდა.

მედიის ინფორმაციით, 37 წლის მოჰამედ კაგბო წარმოშობით სიერა ლეონედანაა. პოლიციამ ის რამდენიმეთვიანი გამოძიების შემდეგ დააკავა და იზა ქავთარაძის გარდაცვალებაში დამნაშავედ ცნო.

„სამართალდამცველები თვეების განმავლობაში აკვირდებოდნენ კაგბოს, რომელიც საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყო. ბოლოს ის ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს“, – წერს lastampa.it.

27 წლის იზა ქავთარაძე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული იყო, მოგვიანებით კი სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა. იტალიური გამოცემა წერს, რომ ახალგაზრდა ქართველი („ლა სტამპა“ 28 წელს ასახელებს მის ასაკად) თბილისიდნან იყო და იტალიაში ოპერას სწავლობდა და ოცნებობდა საოპერო მოღერალი გამხდარიყო.

წყარო: https://www.lastampa.it/milano/2019/06/28/news/soprano-morta-di-overdose-fermato-il-pusher-suo-ex-1.36544569

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close