იტალიაკრიმინალი

იტალიაში მაფიოზური დაჯგუფების, „კამორას“ 126 წევრი დააპატიმრეს

დღეს დილით იტალიის რამდენიმე რეგიონში ჩატარებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის დროს კარაბინერებმა 126 ადამიანი დააპატიმრეს, მათ ბრალად ედებათ მაფიის ტიპის ნეაპოლური დანაშაულებრივი დაჯგუფების, იტალიის სამხრეთ პროვინცია კამპანიაში ბაზირებული გავლენიანი ორგანიზაცია „კამორას“ საქმიანობაში მონაწილეობა. ამის თაობაზე RAI იუწყება.

საქმის გამოძიებას ერთობლივად აწარმოებდნენ მაფიასთან ბრძოლის სამმართველოს, სახელმწიფო პოლიციისა და ფინანსური გვარდიის წარმომადგენლები.

დარტყმა მიაყენეს „კამორას“ გავლენიანი კლანების – კონტინის, მალარდოს და ლიჩარდის დანაშაულებრივ ორგანიზაციებს. კონფისკაციას დაექვემდებარა დაახლოებით 130 მილიონი ევროს ქონება. დაკავებულებს ბრალად ედებათ მაფიოზური საქმიანობა, ნარკოტიკების კონტრაბანდა, გამოძალვა, ფულის გათეთრება და სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობაში ჩარევა.

მიმდინარე წლის მარტში ნეაპოლში დააკავეს „კამორას“ შეფი მარკო დი ლაურო, რომელიც 14 წლის განმავლობაში იძებნებოდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close