საქართველოსპორტი

ცნობილია, თუ რა ანაზღაურებას მიიღებს გოგა ბითაძე NBA-ში

19 წლის ქართველი კალათბურთელი, საქართველოს ნაკრების წევრი გოგა ბითაძე „ინდიანა პეისერსმა“/ INDIANA PACERS აიყვანა და, შესაბამისად, იგი ზაზა ფაჩულიასთან ერთად მეორე ქართველია, რომელიც ამჟამად აშშ-ის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) იასპარეზებს.

სიმაღლისა (212 სმ) და წონის (114 კგ) გათვალისწინებით, გოგა ბითაძე „ცენტრის“ პოზიციაზე თამაშობს.

„ინდიანა პეისერსის“ ახალგაზრდა ქართველი „ცენტრი“ პირველი ორი წლის განმავლობაში, ჯამური ანაზღაურების სახით, გარანტირებულად მიიღებს 5.8 მილიონ აშშ დოლარს, შესაბამისად, თითოეულ სეზონში – 2.9 მილიონს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ასპარეზობდნენ ქართველი კალათბურთელები – თორნიკე შენგელია, ვლადიმერ სტეფანია და ნიკოლოზ ცქიტიშვილი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი კალათბურთის ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში მხოლოდ ზაზა ფაჩულია იყო ქართველი.

20 ივნისი, 2019, ბრუკლინი, ნიუ-იორკი. გოგა ბითაძე პრესკონფერენციაზე. „გეთი იმიჯსის“ ფოტო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close