კრიმინალისაქართველო

16 წლის დედამ 7 თვის შვილი „ქმრის გასამწარებლად“ მოკლა

ტრაგედია სოფელ აღაიანში მოხდა. 16 წლის დედამ 7 თვის ჩვილი, სავარაუდოდ, გაგუდა და მიიმალა.

წინასწარი ოფიციალური ინფორმაციით, 21 მაისს, გამთენიისას ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ბიჭუნა გარდაცვლილი იპოვა. მამა ამბობს, რომ ამ დროს ბავშვის დედა სახლში უკვე აღარ იყო. როგორც მისი მეუღლის ოჯახის წევრები აცხადებენ, არასრულწლოვანმა დედამ შვილის მკვლელობის შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა, სახლიდან ოქროს ნივთები და ფული წაიღო და წავიდა.

ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული  მ. შ. მეორე დილას თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს. სამართალდამცველთა ინფორმაციით, ის ბრალს აღიარებს და ამბობს, რომ ბავშვის მკვლელობით „ქმრის გამწარება“ უნდოდა. მან საკუთარი 7 თვის ბიჭუნა გვიან ღამით, როდესაც სხვა ოჯახის წევრებმა დაიძინეს, საწოლში დაახრჩო.

დაკავებულის ადვოკატის თქმით, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის  პასუხი მოგვიანებით იქნება ცნობილი. მკვლელობაში ბრალდებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა შესაბამისი პროცედურების შემდეგ დაინიშნება.

16 წლის მ. შ. წარ­მო­შო­ბით ქუ­თა­ი­სე­ლია და 20 წლის აღა­ი­ა­ნელ ბიჭ­ზე იყო გათხოვილი. როგორც ახლობლები აბობენ, მას არც ქმართან და არც ოჯახთან სერიოზული კონფლიქტი არ ჰქონია და ბავშვზეც ზრუნავდა, კარგი დედა იყო, ამიტომ „წარმოუდგენლად“ მიაჩნიათ, რაც მოხდა.

დანაშაული, რომელზეც არასრულწლოვან დედას ბრალს წარუდგენენ, 13-იდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნინო ხოშტარია

წყარო: 1 tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close