ჯანმრთელობა

ორი მარტივი და უებარი საშუალება სახსრების ტკივილის წინააღმდეგ

სახსრების ტკივილი უმეტეს შემთხვევაში სახსრებსა და ხერხემლის მალებში დაგროვილი და ჩაკირული მარილების ბრალია. სახსრების მკურნალობა – ორგანიზმის გაწმენდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურაა. ქვემოთ გთავაზობთ ხალხური მედიცინის 2 ძალზე ეფექტიან მეთოდს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
ცხენისწაბლას ნაყენი

მინის ქილაში ჩააყარეთ 300გ წვრილად დაჭრილი ცხენისწაბლას (ბერძნ. Ιπποκαστανέα) ნაყოფი, დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, თავი მჭიდროდ დაახურეთ და 14 დღე გააჩერეთ. ამ ხნის განმავლობაში ქილა ყოველდღე შეანჯღრიეთ. მიღებული საშუალება რამდენიმე წელი შეგიძლიათ შეინახოთ, სამკურნალო თვისებებს არ დაკარგავს. ამ ნაყენით ყოველ ღამით დაიზილეთ მტკივნეული ადგილები, დროთა განმავლობაში ტკივილი შემსუბუქდება და თანდათანობით მთლიანად გაქრება. მკურნალობა ერთი წელი გრძელდება.

ასევე, რეკომენდებულია ნაყენის მიღება შინაგანად. ამისთვის ნახევარლიტრიან მინის ბოთლში ჩაყარეთ 50გ ცხენისწაბლას ყვავილი, დააყენეთ 14 დღე, ამ ხნის განმავლობაში ყოველდღე შეანჯღრიეთ. მიღებული ნაყენი გაწურეთ და ბნელ ადგილას შეინახეთ. მიიღეთ 30-40 წვეთი 3-4-ჯერ დღეში, 3-4 კვირის განმავლობაში.

იასამნის ყვავილის ნაყენი

ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 3 სუფრის კოვზი იასამნის (ბერძ. η πασχαλιά) ყვავილი და ნახევარი ლიტრი არაყი. იასამნის ყვავილი მინის ბოთლში მოათავსეთ, დაასხით არაყი და 7-10 დღე გააჩერეთ. გადაწურეთ და მიიღეთ 30-30 წვეთი, სულ ცოტა, 3-ჯერ დღეში. პარალელურად გაიკეთეთ კომპრესები, ან ნაყენი მტკივნეულ ადგილებში შეიზილეთ.

კირა კარიაული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close