newsსაბერძნეთი

საბერძნეთში ზოგან ციდან საჰარის მტვერი ცვივა, ზოგან თოვს

კუნძულ კრეტაზე ქარმა დიდი რაოდენობით საჰარის მტვერი მოიტანა, ხოლო ფლორინაში თოვს.

საბერძნეთისთვის უცხო არაა აფრიკული უდაბნოს მტვერი. როგორც წესი, გაზაფხულზე ქარებს დიდი რაოდენობით მტვერი გადმოაქვს, რაც ჰაერის დაბინძურებას იწვევს. რამდენადაც კუნძული კრეტა ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროსთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, კრეტელებს უდაბნოს მტვერი ყველაზე მეტად აწუხებთ. ხუთშაბათს, 22 მარტს კუნძულზე მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა. ჰაერში მტვრის კონცენტრაცია მკვეთრად გაიზარდა და ადამიანები იძულებულნი გახდნენ, ქუჩაში ნიღბებით იარონ. ამავე დროს, განგაშის ზარს სცემენ ექიმებიც – ისინი მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ საჰარის მტვერი დიდი რაოდენობით ჯანმრთელობისთვის საზიანო მეტალებს შეიცავს და მისი ჩასუნთქვა სახიფათოა. ქალაქებში – ირაკლიო, ხანია და რეთიმნო ხილვადობა თითქმის ნულზე დაეცა. 17 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იმავდროულად მკვეთრად აცივდა ჩრდილოეთ საბერძნეთში – კასტორიაში, პტოლემაიდასა და ფლორინაში მოთოვა.

მეტეოროლოგები ირწმუნებიან, რომ შაბათ დილიდან ორივე რეგიონში ამინდი გამოსწორდება. კრეტაზე იწვიმებს, რაც ჰაერს ნაწილობრივ გაასუფთავებს. ქვეყნის ჩრდილოეთში კი ტემპერატურის აწევაა მოსალოდნელი, ხოლო თოვლი ძლიერ წვიმაში გადაიზრდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close