ჟერარ დეპარდიე გააბრაზა ჟურნალისტის შეკითხვამ: რატომ აძლევს ხმას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში?

კვირას, 18 მარტს რუსეთში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც რუსეთის სხვა მოქალაქეებთან ერთად, ამომრჩევლის სტატუსით, ცნობილი ფრანგი მსახიობი, 69 წლის ჟერარ დეპარდიეც მონაწილეობდა. მან ხმა მისცა საფრანგეთში, რუსეთის საელჩოში განთავსებულ საარჩევნო უბანზე.

დეპარდიე გაბრაზებული ჩანდა „რაშა თუდეის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ აძლევს ხმას რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში. ფოტო: სქრინშოთი

საქმე ის არის, რომ ჟერარ დეპარდიე 2013 წლიდან რუსეთის მოქალაქეა. ცნობილ ფრანგ მსახიობს რუსეთის მოქალაქეობა პრეზიდენტმა პუტინმა მიანიჭა. მაშინ დეპარდიე გაბრაზდა ფრანსუა ოლანდის საგადასახადო პოლიტიკის გამო, უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე და რუსეთის პრეზიდენტს მიმართა ამ ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით.

2018 წლის 18 მარტის არჩევნებში პუტინმა ისევ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა და რუსეთის შეუცვლელ პრეზიდენტად რჩება.

საინტერესოა, ვის მისცა ხმა ჟერარ დეპარდიემ?

წყარო: http://www.bfmtv.com/

კომენტარები