newsსაბერძნეთი
კვირას, 18 მარტს ათენის ცენტრი დაიკეტება
მომავალ კვირას ათენში რამდენიმე სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი. კერძოდ, გაიმართება ათენის ტრადიციული მცირე მარათონი, ასევე, შეჯიბრება სირბილში ბავშვებისათვის სხვადასხვა დისტანციაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დილის 7 საათიდან შუადღის 2 საათამდე ქალაქის ცენტრი გადაკეტილი იქნება. კერძოდ, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეწყდება ომონიის მოედნის ირგვლივ, ალექსანდრეს გამზირზე, სტადიუს, პანეპისტიმიოს ქუჩებზე, პატისიონზე, სინდაგმის მოედნის ირგვლივ, აგრეთვე, ვულიაღმენის გამზირის დასაწყისში და მესოგიონზე.
კომენტარები