მსოფლიოპოლიტიკაnews

ერდოღანი მესამე მსოფლიო ომის დაწყებას წინასწარმეტყველებს

ბოლო დროს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი ხშირად ახსენებს სიტყვა „ომს“, თუმცა ამჯერად კიდევ უფრო შორს წავიდა წინასწარმეტყველებით, რომ მესამე მსოფლიო ომი იქნება და, მისი ვარაუდით, ის სირიიდან დაიწყება. ამის თაობაზე თურქული მედიასაშუალებები იტყობინებიან.

თავის მოხსენებაში სირიის შესახებ ოთხშაბათს, 14 მარტს ერდოღანმა აღნიშნა, რომ სირიაში აშშ-ის 20 სამხედრო ბაზაა, აგრეთვე, იქ ჰყავთ თავიანთი სამხედრო ძალები რუსეთს და ირანს, აშშ-ის სამხედრო ბაზების შექმნა რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული  და შესაძლებელია მესამე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი გახდეს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ 2015 წელს ლაპარაკობდა მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროებაზე და ამბობდა, რომ „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close