კრიმინალიnewsსაბერძნეთი

კიდევ ერთი აფეთქება ათენში

13 მარტს, გამთენიისას ათენის ხალანდრის რაიონში უცნობმა პირებმა საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა დადეს. აფეთქების შედეგად მინის კედლები დაიმსხვრა, ხოლო მაღაზიას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.

მიმდინარე წელს ეს უკვე მესამე ასეთი შემთხვევაა. ანალოგიური ბედი ეწია ავეჯის მაღაზიებს კიფისიასა და გლიფადაში. პოლიცია ვერ ახერხებს დამნაშავეთა დაკავებას. გაუგებარია ისიც, თუ რა მოტივი ამოძრავებთ კრიმინალებს. აღსანიშნავია, რომ ისინი არ ცდილობენ გაძარცვონ სავაჭრო დაწესებულებები და მხოლოდ ზიანის მიყენებით კმაყოფილდებიან.

კომენტარები

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close