მსოფლიოპოლიტიკაnews

ბერძენი ჯარისკაცები თურქების პატიმრობაში რჩებიან – სტოლტენბერგმა „ხელები დაიბანა“

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ინტერვიუ მისცა თურქეთის ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუს“, რომელშიც საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის თურქების მიერ დაკავებული ბერძენი ჯარისკაცების საკითხსაც შეეხო.

სტოლტენბერგის თქმით, „საქმე შეეხება საკითხს, რომელიც ექსკლუზიურად საბერძნეთმა და თურქეთმა უნდა მოაგვარონ“. მან იქვე ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი ნატოს მნიშვნელოვან მოკავშირედ რჩება და თურქებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირებაში, რისთვისაც მადლიერება გამოხატა.

ამავე დროს, საბერძნეთში იზრდება უკმაყოფილება მთავრობის უუნარობით, დაიხსნას თავისი ჯარისკაცები, რომლებიც უკვე ორი კვირაა ადრიანოპოლის საპატიმროში იმყოფებიან. 13 მარტს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ფოტის კუველისი დაკავებული ჯარისკაცების მშობლებს შეხვდა. „თქვენი შვილი რომ ყოფილიყო, რას მოიმოქმედებდით?“ – ჰკითხა ერთ-ერთი ჯარისკაცის დედამ მინისტრის მოადგილეს, რომელიც ირწმუნებოდა, რომ სახელმწიფო ყველა ზომას იღებს დაკავებულების სამშობლოში დასაბრუნებლად.

ამასობაში გაურკვეველი რჩება, როდის გაიმართება სასამართლოს ხდომა, რომელზეც ბერძენი ჯარისკაცების ბედი უნდა გადაწყდეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close