საზოგადოებაnewsსაბერძნეთი

სატელევიზიო არხი „მეგა“ მაუწყებლობას წყვეტს

საბერძნეთის რადიოსა და ტელევიზიის ეროვნულმა საბჭომ 13 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, საბერძნეთის პირველ კერძო ტელეარხ „მეგას“ მაუწყებლობის უფლება ჩამოართვას. გადაწყვეტილებას მხარი საბჭოს ცხრა წევრიდან ექვსმა დაუჭირა.

მაუწყებლობის უფლების ჩამორთმევა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ „მეგას“ საინფორმაციო არხის ლიცენზია აქვს, მაგრამ 2016 წლის ოქტომბრიდან მხოლოდ გასართობ გადაცემებს აჩვენებს; არხი მძიმე ფინანსურ კრიზისს განიცდის და საინფორმაციო გადაცემებს ვერ ამზადებს.

„მეგა“ პირველი კერძო ბერძნული სატელევიზიო არხია, რომელმაც მაუწყებლობის უფლება 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო. მან თავისი არსებობის მანძილზე მაყურებელს მრავალი საინტერესო გადაცემითა და სატელევიზიო სერიალებით დაამახსოვრა თავი. სამწუხაროდ, არხმა მკაცრ კონკურენციას ვერ გაუძლო.

„მეგას“ კოლექტივი აღშფოთებულია კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობს. როგორც ბერძნული მედია იუწყება, უახლოეს დღეებში კომისია თავის გადაწყვეტილებას ოფიციალურად გამოაქვეყნებს, რის შემდეგაც კომპანიას სატელევიზიო სიხშირეს გაუთიშავენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close