აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ქალი უხელმძღვანელებს

აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე დღემდე მხოლოდ კაცები ინიშნებიან, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელებიც აქამდე ყოველთვის კაცები იყვნენ. წინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონს ჰქონდა შანსი, ეს ჩაკეტილი წრე გაერღვია, თუმცა იგი ვერ გახდა შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი პრეზიდენტი ქალი; სამაგიეროდ, აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ამიერიდან, ისტორიაში პირველად, ქალი უხელმძღვანელებს – ჯინა ჰასპელი, რომელიც მაიკ პომპეოს ჩაანაცვლებს. ჯინა ჰასპელი ამ პოსტზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარადგინა.

ჯინა ჰასპელი CIA-ში 1985 წლიდან მუშაობს, 2017 წლიდან კი დირექტორის მოადგილეა. იგი ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში მუშაობის პერიოდში არაერთ მნიშვნელოვან ოპერაციას ხელმძღვანელობდა. 2017 წელს, CIA-ს დირექტორის მოადგილის პოსტზე ჰასპელის დანიშვნისას „ნიუ-იორკ თაიმსმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ჯინა ჰასპელი ტაილანდის საიდუმლო ციხეში ტერორიზმში ბრალდებული ორი პირის წამებას ხელმძღვანელობდა, თუმცა, გამოცემისვე ცნობით, მან ამ ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებები გაანადგურა. ამას ჰასპელისთვის ხელი არ შეუშლია, მალევე გამხდარიყო სააგენტოს დირექტორი.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შემდეგ ვინ იცის, იქნებ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებშიც ქალმა კანდიდატმა გაიმარჯვოს.

კომენტარები
Загрузка...