ყოფილმა პოლიციელმა მეუღლე მოკლა

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა 9 მარტს, გამთენიისას კუნძულ კერკირაზე. 62 წლის მამაკაცმა, ყოფილმა პოლიციელმა, კარაბინიდან გასროლით საკუთარი 55 წლის მეუღლე მოკლა.

მკვლელობის შემდეგ დამნაშავემ მიმალვა სცადა, მაგრამ პოლიციამ მალე მიაკვლია მის ადგილსამყოფელს და დააკავა. ბრალდებული ქალაქ კერკირის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. იგი ბრალს აღიარებს. მკვლელობა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. როგორც ცნობილი ხდება, 2005 წელს მას თავისი მეუღლე სახლის აივნიდან გადაუგდია. მაშინ ქალი გადარჩა, თუმცა საჭირო გახდა სპეციალური თვითმფრინავით მისი სასწრაფოდ ათენში გადაყვანა საოპერაციოდ. ამჯერად, სამწუხაროდ, იგი სიკვდილს ვერ გადაურჩა.

კომენტარები
Загрузка...