შერონ  სტოუნი  გარდაცვლილ ახლობლებს შეხვდა და სიკვდილის აღარ ეშინია

ჰოლივუდის ვარსკვლავმა შერონ სტოუნმა  CLOSER WEEKLY-სთან ინტერვიუში თავისი ცხოვრების საოცარი ისტორიის შესახებ ისაუბრა, რომელიც 17 წლის წინათ გადახდა.

მსახიობმა თქვა, რომ შორეულ 2001 წელს იგი თითქმის გარდაიცვალა თავის ტვინში სისხლჩაქცევის გამო. „ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. სანამ ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ, შერონის სული, მისივე თქმით, უცნაურ და გაურკვეველ ადგილას დახეტიალობდა, სადაც ასევე იმყოფებოდნენ იმ დროისთვის უკვე გარდაცვლილი მისი ახლობლები და მეგობრები. „მე დავინახე სინათლის უზარმაზარი  თეთრი სვეტი და ამ განსაცვიფრებელი სინათლისკენ წავედი. უცებ ვხედავ ძალიან ახლობელ ადამიანებს, რომლებიც იმ დროს უკვე გარდაცვლილები იყვნენ. ეს ჩემთვის ნაცნობი მსოფლიოს საზღვრებს მიღმა მოგზაურობას ჰგავდა. მაგრამ  ყველაფერი უსწრაფესად მოხდა. ერთიც და – მორჩა! მოულოდნელად ისევ ჩემს სხეულში აღმოვჩნდი!

ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ჩემზე, უკვე არასდროს შემიძლია ისეთი ვიყო, როგორიც მანამდე ვიყავი“.

მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შერონის ორგანიზმს სრული აღდგენა დასჭირდა. მსახიობმა ხელახლა ისწავლა სიარული და საუბარი. ჰოლივუდის ვარსკვლავი ამტკიცებს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ სიკვდილის უკვე აღარ ეშინია და მადლიერია, რომ ცხოვრებაში ეს გამოცდილება მიიღო.

„სიკვდილი – რეალურად საჩუქარია. როდესაც  მსგავს რაღაცას განიცდით, თქვენს თავს რაღაც საოცარი, წარმოუდგენელი რამ ხდება. მე კეთილდღეობისა და ბედნიერების წარმოუდგენელი გრძნობა მქონდა“, – თქვა მსახიობმა.

შერონ სტოუნი ვაჟიშვილთან ერთად „ოქროს გლობუსი-2018“-ის წითელ ხალიჩაზე

 

კომენტარები
Загрузка...