კრიმინალიnewsსაბერძნეთი
ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად 11 ნეოფაშისტი დააკავეს
საბერძნეთში 6 მარტს ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაცია, როგორც ჩანს, საკმაოდ წარმატებული გამოდგა. სამართალდამცველებმა ორგანიზაცია Combat 18 Hellas-ის 11 წევრი დააკავეს, რომელთაგანაც 7 მემარჯვენე ნეონაცისტური დაჯგუფების „ბირთვს“ წარმოადგენს.
ანტიტერორისტულმა სამსახურმა დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი მასალა ამოიღო, რამაც, ანალიტიკოსების აზრით, მასშტაბური თავდასხმის განხორციელება ააცილა თავიდან საბერძნეთს. დაკავებულებს შორისაა ადვოკატი, რომელიც ორგანიზაციის იდეოლოგის როლს ასრულებდა და, ასევე, სამართლებრივ საკითხებს აგვარებდა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ორგანიზაცია Combat 18 Hellas-მა ააქტიური საქმიანობა დაახლოებით ორი წლის წინათ დაიწყო და ამ დროის განმავლობაში 30-ზე მეტი თავდასხმა განახორციელა.
კომენტარები