კრიმინალისაბერძნეთი
ანარქისტებმა პატისიონზე მაღაზიები დაარბიეს
პარასკევს, 2 მარტს, დილის ათი საათისთვის ათენში, პატისიონის ქუჩაზე ანარქისტული დაჯგუფების წევრებმა მორიგი ვანდალური აქტი ჩაიდინეს.
როგორც ბერძნული მედია გვამცნობს, იქვე მდებარე ათენის ეკონომიკური უნივერსიტეტის შენობიდან მოულოდნელად 18 ნიღბიანი ახალგაზრდა გამოვიდა და მაღაზიების დარბევა დაიწყეს. მათ ჩაამსხვრიეს რამდენიმე მაღაზიის მინები, დაზარალდა ფოსტის განყოფილებაც. ანარქისტების ქმედებამ გამვლელები შეაშინა.
მოგვიანებით თავდამსხმელები ისევ უნივერსიტეტის შენობაში მიიმალნენ, სადაც მათმა გამოჩენამ სტუდენტებში პანიკა გამოიწვია.
პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრა.
იხილე ვიდეო:
კომენტარები