პოლიტიკაnewsსაქართველო

ქართველების ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სამ ქვეყანასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

შრომითი მიგრაციის პროცესების წარმატებული რეგულირებისა და მართვის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) შორის მემორანდუმი გაფორმდა.


დოკუმენტს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ილიანა დერილოვამ მოაწერეს.

მემორანდუმნის თანახმად, „თანამშრომლობის განვითარების შედეგად საქართველოდან არალეგალური შრომითი მიგრაცია კანონიერების ჩარჩოებში მოექცევა, შემცირდება უცხოეთში არალეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული რისკები, შემსუბუქდება არალეგალურ, ხანგრძლივ შრომით ემიგრაციასთან დაკავშირებული დემოგრაფიული და სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემები“.

სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში მიღებული პროფესიული ცოდნისა და ორგანიზაციული უნარების გამოყენებას უკეთ შეძლებენ, რაც ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას შეუწყობს ხელს.

ევროკავშირში ქართველების ლეგალურ დასაქმებაზე 3 ქვეყანასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა რომელ ქვეყნებთან, ამ ეტაპზე უცნობია (დიდი შანსია, რომ მათ შორის იყოს საბერძნეთი და იტალია, სადაც საქართველოდან ევროპაში ყველაზე მეტი შრომითი მიგრანტია).

„ევროკავშირის ქვეყნებთან დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დაწყება უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნების გარანტი იქნება და „შეჩერების მექანიზმის“ ამოქმედების ალბათობას შეამცირებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
Close