newsსაბერძნეთი

საბერძნეთში CAPITAL CONTROLS-ის შედეგად დაწესებული შეზღუდვები მცირდება

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა ევკლიდის ცაკალოტოსმა ხელი მოაწერა ბრაძანებულებას, რომლის თანახმადაც, მნიშვნელოვნად  მცირდება 2015 წლის ზაფხულში ფულადი მასის მიმოქცევასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები.

EPA/ALEXANDROS VLACHOS

კერძოდ, უქმდება შეზღუდვები ახალი საბანკო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით. ასევე, კალენდარული თვის განმავლობაში საბანკო ანგარიშიდან შესაძლებელი გახდება 2300 ევროს მოხსნა ნაცვლად 1 800 ევროსი, როგორც აქამდე იყო განსაზღვრული. საზღვარგარეთ მოგზაურობისას შესაძლებელია 2300 ევრო ნაღდი ფულის გატანა.

ახალი რეგულაციები 1-ლი მარტიდან შედის ძალაში.

ხელისუფლება აპირებს, წლის ბოლომდე ყველანაირი შეზღუდვება გააუქმოს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close