კვირას, 4 მარტს ათენის აკროპოლისი საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლებს

გაზაფხულის დადგომასთან ერთად საბერძნეთის დედაქალაქში საინტერესო კულტურული ღონისძიებები იწყება.

აკროპოლისის მუზეუმი

4 მარტს ტურისტული კომპანია “Be A Greek – Travel Experiences” ათენის აკროპოლისზე ორ სპეციალურ ექსკუსიას აწყობს. ექსკურსია ორი საათის განმავლობაში გაგრძელდება და გიდი არა მარტო აკროპოლისის ისტორიაზე, არამედ ანტიკური საბერძნეთის არქიტექტურაზეც ისაუბრებს. კერძოდ, ყურადღება გამახვილდება იმ გავლენაზე, რომელსაც დღემდე ახდენს ძველბერძნული არქიტექტურის პრინციპები თანამედროვე მსოფლიო არქიტექტურაზე.

ექსკურსია ათენის მცხოვრებლებისთვისაა განკუთვნილი და მათთვის ქალაქის ისტორიის უკეთ გაცნობას ისახავს მიზნად. საინტერესოა, რომ საერთოდ აკროპოლისზე შესასვლელი ბილეთი 20 ევრო ღირს და მასში ექსკურსიამძღოლის მომსახურება არ შედის, ამჯერად კი ბილეთი 10 ევრო ეღირება და დამთვალიერებლებს ისტორიული ადგილის მონახულების გარდა მისი დეტალური ისტორიის, ასევე მსოფლიო კულტურაზე ანტიკური ბერძნული ცივილიზაციის გავლენის შესახებ საინტერესო ლექციის მოსმენა შეეძლებათ.

პირველი ექსკურსია დილის ათ საათზე მოეწყობა, ხოლო მეორე – ნაშუადღევს სამ საათზე. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აუცილებელი პირობაა აკროპოლისის შესასვლელთან ღონისძიების დაწყებამდე მინიმუმ 20 წუთით ადრე მისვლა.

კომენტარები
Загрузка...