საბერძნეთი

მინიმალური ხელფასი ევროკავშირში: რომელ ადგილზეა საბერძნეთი?

ევროკავშირის სტატისტიკურმა სამსახურმა (EUROSTAT) წევრ ქვეყნებში მინიმალური თვიური ხელფასის მონაცემები გამოაქვეყნა, საიდანაც ჩანს, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის ამ თვალსაზრისით დიდი განსხვავებაა.

ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი თვეში ფიქსირდება ლუქსემბურგში – 1999 ევრო, მეორე ადგილზეა ირლანდია – 1614 ევრო; მინიმალური ხელფასი მაღალია ჰოლანდიაში – 1578 ევრო, ასევე, გერმანიასა და საფრანგეთში – 1498 ევრო.

„მინიმალური ხელფასის“ ცნება ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნიდან 22-ში არსებობს. საბერძნეთი ამ ქვეყნების სიაში 684 ევროთი მე-11 ადგილს იკავებს. დაახლოებით ამდენივეა თვიური მინიმალური ხელფასი სამხრეთ ევროპის ისეთ მნიშვნელოვან ქვეყნებში, როგორიცაა: პორტუგალია, ესპანეთი და მალტა. ყველაზე დაბალი მინიმალური ხელფასი ბულგარეთშია – 261 ევრო.

მინიმალური ხელფასი კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის კვიპროსში, იტალიაში, დანიაში, შვედეთში, ავსტრიასა და ფინეთში.

აღნიშნული მონაცემები ნომინალური ხასიათისაა და არ ასახავს ევროს მსყიდველობითუნარიანობას ქვეყნების მიხედვით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close