საბერძნეთი და თურქეთი შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე?!

epa04614165 Greek Foreign Minister Nikos Kotzias gestures while speaking during a joint press conference with Russian Foreign Minister Sergei Lavrov (unseen) after their talks in the Russian Foreign Ministry guest house in Moscow, Russia, 11 February 2015. Greece's defence minister has said the country could seek help from the United States, Russia or China if it fails to reach a new debt agreement with its European partners. Eurozone finance ministers are to hold an emergency meeting 11 February before an EU summit on 12 February on the Greek crisis. EPA/SERGEI CHIRIKOV +++(c) dpa - Bildfunk+++

რამდენიმე დღის წინათ თურქულმა საპატრულო კატერმა ეგეოსის ზღვაში, ორ ქვეყანას შორის სადავო კუნძულ იმიასთან ბერძნული სანაპირო დაცვის ხომალდი დააზიანა. ინციდენტმა საბერძნეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ოპოზიციამ და საზოგადოებამ მთავრობა უმოქმედობასა და ეროვნული ინტერესების ღალატში დაადანაშაულეს.

15 თებერვალს საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს კოძიასმა ბერძნულ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნულ თემას შეეხო. მინისტრის განცხადებით, თურქეთმა „წითელი ხაზი გადაკვეთა და ეს არ უნდა გამეორდეს“. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა არადიპლომატიურად განაცხადა, რომ მომავალში საბერძნეთის ხელისუფლება ასეთ ფაქტზე მშვიდობიანად და თავშეკავებით არ უპასუხებს. კოძიასის თქმით, თურქეთმა უნდა იცოდეს, რომ საბერძნეთი არც ერაყია და არც სირია, ესაა შეკრული საზოგადოება და სახელმწიფო, რომელსაც „კარგი თავდაცვის სისტემა აქვს, ჰყავს კარგი მეგობრები და კარგ დიპლომატიურ შესაძლებლობებს ფლობს“.

საგარეო მინისტრი „მაკედონიის“ საკითხასც შეეხო და ეს თემა თურქეთთან გამწვავებულ ურთიერთობებს დაუკავშირა. ნიკოს კოძიასი ხაზს უსვამს, რომ მეზობელ სახელმწიფოსთან [ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიასთან – რედ.] შეთანხმება აუცილებელია, ისევე როგორც ალბანეთთან პრობლემების მოგვარება, რადგან თურქეთი ცდილობს, არსებული ვითარება საბერძნეთის წინააღმდეგ გამოიყენოს და მას მეზობლები დაუპირისპიროს.

შეგახსენებთ, რომ ეგეოსის ზღვის პატარა კუნძული (უფრო სწორად, ორი კუნძული) იმია გახდა 1996 წელს საბერძნეთსა და თურქეთს შორის სამხედრო კრიზისის მიზეზი. ორივე მხარემ კუნძულებზე თავიანთი საზღვაო ქვეითი ჯარისკაცები გაგზავნა. კონფლიქტის შედეგად 3 ბერძენი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

კომენტარები
Загрузка...