მაშველებმა დუშეთში თოვლში ჩარჩენილი 90-მდე ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს

მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან თოვლში ჩარჩენილი 90-მდე ადამიანი გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, დიდი თოვლის გამო 30-მდე ავტომობილმა გზა ვეღარ გააგრძელა. ავტომობილებში 90-მდე ადამიანი იყო. ადგილზე მობილიზებული სპეცტექნიკის დახმარებით მაშველებმა თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქე უვნებლად გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილზე. კომენტარები