ბერძნული ენა – მერვე გაკვეთილი

მერვე გაკვეთილის თემაა თევზი, თევზის შეძენა და მისგან კერძის მომზადება. თევზი ყველგან პოპულარული საკვებია, საბერძნეთში კი – მით უმეტეს. თავდაპირველად გავეცნოთ დიალოგის ტექსტს:  Καλημέρα (კალიმერა) – გამარჯობა.  Καλημέρα (კალიმერა) – გამარჯობა.  Πώς είσαι σήμερα (პოს ისე სიმერა) – როგორ ხარ დღეს?  Είμαι καλά, ευχαριστώ (იმე კალა, ევხარისტო) – კარგად ვარ, მადლობა.  Πού πηγαίνεις (პუ პიღენის) – სად მიდიხარ?  Πηγαίνω στην αγορά (პიღენო სტინ აღორა) – ბაზარში მივდივარ.  Τόσο πρωί (ტოსო პროი) – ასე დილით (ასე ადრე)?  Ναι, θέλω να δω αν τα ψαράδικα έχουν φρέσκα ψάρια (ნე, თელო ნა დო ან ტა ფსარადიკა ეხუნ fრესკა ფსარია) – დიახ, მინდა ვნახო, აქვთ თუ არა თევზის მაღაზიებს ახალი თევზი.  Θα ψήσεις ψάρια σήμερα (თა ფსისის ფსარია სიმერა) … Continue reading ბერძნული ენა – მერვე გაკვეთილი