კვირის ჰოროსკოპი, 8–14 დეკემბერი – ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

დეკემბრის მეორე კვირა დაძაბული და მისტიკური ზეციური დრამის მსგავსად ვითარდება. ეს პერიოდი განსაცდელების გავლით ჩვენი ცნობიერების გაფართოებისკენ მიგვიძღვის და ყოველი ნაბიჯი უფრო დიდი მოგზაურობის ნაწილი ხდება, სადაც მეტყველებას და აზროვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
როგორც ასტროლოგები გვამცნობენ, ამ კვირაში ცაზე ხუთი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ყალიბდება. 8-9 დეკემბერი, მარსი-სატურნის კვადრატი – ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ასპექტია, რადგან ბრძოლის დაძაბულ ასპექტში ორი საპირისპირო პრინციპების მქონე პლანეტა იყრის თავს. სატურნი შეზღუდვებისა და დაბრკოლებების პლანეტაა, ხოლო მარსი – პირდაპირი, უკომპრომისო მოქმედების პლანეტა. როდესაც მარსი და სატურნი დაძაბულ ასპექტში ეჯახებიან ერთმანეთს, ამ ეფექტს ჩვეულებრივ „ქვასთან შეხვედრას“ უწოდებენ. მოქმედების სურვილი გზაზე მყარ დაბრკოლებას წააწყდება. იწყება სასტიკი ბრძოლა, რასაც მონაწილეები დანაკარგებით ამთავრებენ. ეს არახელსაყრელი პერიოდია პროფესიული და ბიზნესსაქმიანობისთვის.
10-11 დეკემბერი, მერკური-ურანის ოპოზიცია – ამ ასპექტმა შეიძლება გამოიწვიოს შეუსაბამობა და უკიდურესობები იმ ადამიანების ქცევაში, რომელთა ზოდიაქოზეც იმოქმედებს. მათი აზროვნება და ქმედებები შეიძლება უკიდურესად არასტაბილური გახდეს, ხოლო მოსაზრებები ხშირად შეიცვალოს. ეს არასანდოობისა და ქცევითი არასტაბილურობის ასპექტია, ამიტომ შეხვედრები არაფრის მომტანი და უაზროა.
11 დეკემბერი, მერკური-ნეპტუნის ტრინი – მხატვრული ძიებების ასპექტი. ის განსაკუთრებით შეიძლება ასოცირდებოდეს დახვეწილ ლიტერატურასა და პოეზიასთან. ამ ასპექტის ზეგავლენის ქვეშ შეყვარებულებმა შეიძლება ლექსები დაწერონ. შესაძლოა, ასევე, გაუჩნდეთ სიმღერის ან მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის სურვილი. მათი კომუნიკაციის სტილი მსუბუქი, ურთიერთპატივისცემით სავსე და ტაქტიანია. კარგია ინტიმური საუბრებისთვის. შეგიძლიათ ფსიქოლოგიის შესწავლა.
13 დეკემბერი, მერკური-პლუტონის სექსტილი – გამჭრიახი აზროვნების ასპექტი. გაძლიერებულია მომხსენებლების უნარი, გავლენა მოახდინონ დიდ აუდიტორიაზე. აქტიური ინტელექტი ხელს უწყობს სწრაფ სწავლას და დიდი რაოდენობით ინფორმაციის დამახსოვრებას. ხელსაყრელია კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობა.
14 დეკემბერი, მარსისა და ნეპტუნის კვადრატი – ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის ძალიან კონფლიქტური ასპექტია. ამ ასპექტის გავლენით, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენებით ილუზიების სამყაროში ჩაძირვის სურვილი იზრდება. ინტოქსიკაციის შედეგად კი ქცევა შესაძლოა შეუფერებელი და ძალადობრივი გახდეს.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ თუ ეს ასპექტი გავლენას ახდენს გარკვეული ადამიანების ინდივიდუალურ ჰოროსკოპზე, მაშინაც კი, თუ მათ არ აქვთ ალკოჰოლური დამოკიდებულება, ალკოჰოლი მათზე ამ დღეს გაცილებით ძლიერად მოქმედებს და მცირე დოზამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ინტოქსიკაცია. ამ ასპექტს ასევე შეუძლია უკიდურესად უარყოფითი გავლენა მოახდინოს რელიგიურ ადამიანებზე და გამოიწვიოს რელიგიური შეუწყნარებლობა, ძალადობის ელემენტები. ადამიანებს შორის ურთიერთობებში შეიძლება პრობლემები იყოს მოტყუების ან ეჭვიანობის გამო.
თუმცა ამ კვირაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აზროვნება უფრო ფართო, თავისუფალი ხდება, ჭეშმარიტებისა და ახალი ჰორიზონტებისკენ ისწრაფვის. წარმატებებს გისურვებთ!
ვერძი
ეს კვირა ხელსაყრელია სამსახურსა და ბიზნესში წარმატებისთვის. იდეა, რომელსაც შემთხვევით შესთავაზებთ ხელმძღვანელს, შეიძლება დადებითად აისახოს თქვენს კარიერაზე. ეცადეთ, თავი აარიდოთ კოლეგების გაკრიტიკებას, რაც არ უნდა სამართლიანი იყოს თქვენი კრიტიკა. თუ არ აჩქარდებით, შეძლებთ დიპლომატიური მიდგომის პოვნას და უსიამოვნებების თავიდან აცილებას. ზედმეტად ემოციურად ნუ რეაგირებთ ხელმძღვანელობის მოთხოვნებზე. ფინანსური საკითხები ფრთხილ განხილვას მოითხოვს – გადახდები შეიძლება გადაიდოს ან საჭირო გახდეს ბიუჯეტის კორექტირება.
შაბათ-კვირას საინტერესო შეხვედრები გელოდებათ.
სასიკეთო დღეები: 10, 13.
არასასიკეთო დღე: 8.
კურო
ეს კვირა ხელსაყრელია ძველ მეგობრებთან და ნაცნობებთან შესახვედრად. ნუ მოუსმენთ ირგვლივ მყოფებს, რომლებიც ხელს გიშლიან დაგეგმილი შვებულების საინტერესოდ გატარებაში, თქვენი გეგმები ოპტიმალური იქნება. თამამი ექსპერიმენტები არასასურველია, უმჯობესია დადასტურებულ მეთოდებს მიჰყვეთ. ოთხშაბათს უხეში საქციელი და აგრესია სრულიად უნდა აიცილოთ თავიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მათ შეუქცევადი შედეგები მოჰყვეს. თქვენი კომუნიკაბელურობა და გამძლეობა სასარგებლო იქნება. შესაძლებელია გარკვეული გართულებები ბიზნესში და უთანხმოება კოლეგებთან.
შაბათ-კვირას ოჯახის წევრებთან ურთიერთობა შეიძლება გართულდეს, ფრთხილად იყავით.
სასიკეთო დღეები: 12, 13.
არასასიკეთო დღე: 10.
ტყუპი
ტყუპებს აქტიური და მოვლენებით დატვირთული კვირა ელოდებათ. ინფორმაცია ტალღებად მოვა და მათ შორის იქნება რამდენიმე ღირებული დეტალი, რომელზეც ყურადღების მიქცევა ღირს. თუმცა ფრთხილად იყავით სიტყვებთან, მოერიდეთ ჭორებსა და ორაზროვან განცხადებებს. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია სასიამოვნო მოულოდნელობები, ასევე დიდი ხნის გაუგებრობების მოგვარების შესაძლებლობა. თვალყური ადევნეთ თქვენს გრაფიკს, რათა მნიშვნელოვანი ვადები ან მოლაპარაკებები არ გამოგრჩეთ.
შაბათ-კვირას თქვენს საყვარელ ადამიანებს უფრო მეტი მზრუნველობითა და ყურადღებით მოეპყარით; მოახლოებული დღესასწაულის განცდა ხელს შეუწყობს თქვენს კარგ განწყობას.
სასიკეთო დღეები: 9, 14.
არასასიკეთო დღე: 12.
კირჩხიბი
ამ კვირაში ინტუიცია კირჩხიბების ძლიერი მხარეა, რაც, უპირველეს ყოვლისა, შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. დიდი შანსია, კარიერულ კიბეზე ახვიდეთ. ეცადეთ, წვრილმანებზე არ გადაიტანოთ ყურადღება. მთელი თქვენი ძალისხმევა ერთი, ამ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევისკენ მიმართეთ და დამსახურებულ წარმატებას მიაღწევთ. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია მცირე ცვლილებები ან დიდი ხნის ნანატრი საუბრები. ფინანსურად შესაძლებელია ინვესტიცია ჩადოთ საკუთარ განვითარებაში და ეს მომავალში ნამდვილად გამოიღებს ნაყოფს.
შაბათ-კვირას ემოციური აფეთქებებია მოსალოდნელი, მაგრამ ეს შინაგანი დაძაბულობისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.
სასიკეთო დღეები: 10, 14.
არასასიკეთო დღე: 9.
ლომი
ამ კვირაში შესაძლოა არაპროგნოზირებადი და არათანმიმდევრული იყოთ. სავარაუდოდ, საქმეებში გარკვეული შეფერხებები და კოლეგებთან კომუნიკაციის სირთულეებია მოსალოდნელი. პარასკევს არსებობს შანსი, დაამყაროთ ძალიან სასარგებლო საქმიანი კავშირები, რაც დადებითად აისახება თქვენს სოციალურ სტატუსზე. ეს კარგი დროა ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად და ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ფინანსური იღბალიც თქვენს მხარესაა, მაგრამ ნუ გადაიტანთ ყურადღებას უმნიშვნელო საკითხებზე.
შაბათს ფრთხილად იყავით, რადგან ნებისმიერი საუბარი შეიძლება კონფლიქტით დასრულდეს. კვირას ნუ იტყვით უარს კინოში ან წვეულებებზე წასვლაზე, ეს ნაცნობების წრის გაფართოებაში დაგეხმარებათ.
სასიკეთო დღეები: 10, 12.
არასასიკეთო დღე: 13.
ქალწული
ამ კვირაში საკუთარი პრიორიტეტები უნდა დაისახოთ. ზედმეტი დატვირთვის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია ტემპი შეანელოთ. ხუთშაბათს ბოროტად ნუ გამოიყენებთ თქვენს გავლენას და ახალი შესაძლებლობები გაიხსნება. ეცადეთ, მოუსმინოთ თქვენი ოპონენტების აზრს და მოერიდოთ მათზე ზეწოლას ან მანიპულირებას. ურთიერთობებში მნიშვნელოვანია, არ ჩაახშოთ ემოციები. ფინანსები სტაბილურია, მაგრამ შეიძლება სამუშაო ხელსაწყოების ან აღჭურვილობის განახლება დაგჭირდეთ.
შაბათ-კვირას ეცადეთ, მშვიდ გარემოში დაისვენოთ, ან დრო უახლოეს მეგობრებთან ერთად გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 11, 13.
არასასიკეთო დღე: 8.
სასწორი
ამ კვირაში, სავარაუდოდ, ფილოსოფიურ განწყობაზე იქნებით. შეძლებთ ზუსტად შეაფასოთ თქვენი ადგილი ცხოვრებაში და გაიგოთ კიდეც, რა არის მნიშვნელოვანი და რა არა. არსებობს ძალიან მაღალი შანსი, რომ ნებისმიერმა ინიციატივამ, რომელსაც წამოიწყებთ, დადებითი შედეგი გამოიღოს. მოულოდნელად იპოვით გამოსავალს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიუწვდომელი იყო. კოლეგები დააფასებენ თქვენს უნარს, პრობლემას სხვა პერსპექტივიდან მიუდგეთ. შესაძლოა, თქვენი ყველაზე გაბედული და ამბიციური ოცნებები რეალობად იქცეს.
შაბათ-კვირას ნუ ეტყვით მეგობრებს უარს წვეულებაზე მიწვევაზე, დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.
სასიკეთო დღეები: 11, 12.
არასასიკეთო დღე: 9.
მორიელი
ამ კვირაში ეცადეთ, მეგობრების, პარტნიორებისა და კოლეგების მიმართ ყურადღებიანი და კორექტული იყოთ. სამსახურში შეიძლება კონკურენტული სიტუაცია შეიქმნას, მაგრამ თავდაჯერებულად გამოხვალთ, თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ. ორშაბათს ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს დარწმუნების გარეშე, რომ წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთეთ. ხუთშაბათს იგრძნობთ, რომ სწორ გზაზე ხართ და სწორი მიმართულებით მოძრაობთ. კვირის ბოლო შესაფერისია გრძელვადიანი მიზნების დაგეგმვისა და პროგრესის გადახედვისთვის.
შაბათ-კვირას შეძლებთ მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენებას.
სასიკეთო დღეები: 11, 13.
არასასიკეთო დღე: 8.
მშვილდოსანი
ამ კვირაში მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას და ის იმედებს არ გაგიცრუებთ. ორშაბათი და სამშაბათი ხელსაყრელი დღეებია კონტაქტებისა და სასარგებლო საქმიანი კავშირების დასამყარებლად. ეცადეთ, კოლეგებთან კარგი ურთიერთობა აღადგინოთ. ოთხშაბათს ნუ აჰყვებით თავგადასავლების მაძიებლების ცდუნებას, რათა პრობლემები არ შეგექმნათ. პარასკევს კომპრომისზე წასვლით გააუმჯობესებთ ურთიერთობებს საქმიან პარტნიორებთან, რაც დაგეხმარებათ თქვენი მიზნების მიღწევაში.
შაბათ-კვირა კარგი დროა ოჯახურ ურთიერთობებში პასუხისმგებლობების გადასანაწილებლად.
სასიკეთო დღეები: 8, 9.
არასასიკეთო დღე: 10.
თხის რქა
ამ კვირაში დიდი ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ სამსახურში, ხოლო თქვენი მებრძოლი სული დაგეხმარებათ სირთულეების დაძლევაში. ეძებეთ ცხოვრების აზრი საკუთარ თავში და თქვენს ამოცანებში. შესაძლოა თქვენს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ახლოვდება. ურთიერთობებში ატმოსფერო უფრო თბილი გახდება: თქვენი პარტნიორი მზადაა, მხარი დაუჭიროს თქვენს იდეებს. ფინანსურ მხარეს რაც შეეხება, შესაძლებელია შემოსავლის ახალი წყაროების გამოჩენა, მაგრამ ისინი მოთმინებასა და დაგეგმვას მოითხოვს.
ამ შაბათ-კვირას დრო დაუთმეთ გარდერობის განახლებას და იმიჯის შეცვლას.
სასიკეთო დღეები: 9, 14.
არასასიკეთო დღე: 10.
მერწყული
ამ კვირაში შესაძლოა თქვენთვის ახალი ჰორიზონტები გაიხსნას. ნუ მისცემთ თქვენს კონკურენტებს უფლებას, უკან ჩამოგიტოვონ. ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ თქვენმა იდეებმა და განვითარებამ ხელმძღვანელების ან სპონსორების ყურადღება მიიპყროს. ეს კვირა შესანიშნავი დროა შემოქმედებითი სამუშაოსთვის, სოციალური პროექტებისა და თქვენსავით ღრმა აზროვნების მქონე ადამიანებთან ურთიერთობისთვის. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია საინტერესო და უჩვეულო შეხვედრები, რომლებმაც შეიძლება თქვენი მსოფლმხედველობა შეცვალოს.
ამ შაბათ-კვირას თავს ახალი სასიამოვნო გამოცდილებით გაანებივრებთ.
სასიკეთო დღეები: 9, 13.
არასასიკეთო დღე: 12.
თევზები
ამ კვირაში განსაკუთრებით ყურადღებით იყავით შემომავალი ინფორმაციის მიმართ და დაუკვირდით თქვენს სიტყვებს. წარმატება დამოკიდებული იქნება თქვენი არჩევანის სისწორესა და ქმედებების თანმიმდევრულობაზე. შუა კვირაში დაუპატიჟებელი სტუმრები გეწვევიან; ეცადეთ, იყოთ კეთილგანწყობილი და სტუმართმოყვარე. ცხოვრებისეული მკვეთრი ცვლილებები ამჟამად არასასურველია. ეცადეთ ყოველი წამი გამოიყენოთ და ჰარმონიულად იცხოვროთ. მეტი თავისუფალი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს.
შაბათ-კვირას ნებისმიერი საუბარისას მოერიდეთ საკამათო თემებს.
სასიკეთო დღეები: 11, 13.
არასასიკეთო დღე: 12.
თამთა გურული
დაკავშირებულ თემაზე: ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარი სიკეთის მსხვერპლი ხდებიან




კომენტარები